კახეთში 22 წლის კაცი მწვადით დაიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა.

„ლ.ლ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.

შშმ პირი იყო და საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ამიტომ ცხოვრობდა. კარგი ადამიანი იყო, გულკეთილი და ხალისიანი”, – ამბობს ადგილობრივი

“ ქედელის თემის” დირექტორი ამბობს, რომ ლ.ლ ნამდვილად მწვადის ნაჭრის გადაცდენით დაიღუპა.

„ბენეფიციარი დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა და ოჯახმა დაკრძალა. მას ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა.

ძიება დაწყებულია, ჯერჯერობით ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.