კახეთში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

კახეთში, სოფელ ნუკრიანში მოკლული ფირუზ გოგინაშვილის სიძე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ჯანგულაშვილის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის 30 ნოემბერს დაიწყო, სისხლის სამართლის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპზე კი, სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით წარედგინა ბრალი, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

პარალელურად სიღნაღის პოლიცია ჯანგულაშვილს 126-ე ძალადობის მუხლს ედავება, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯანგულაშვილი  მეუღლეზე ნატო გოგინაშვილზე მუდმივად ძალადობდა.

მათივე თქმით, სწორედ შვილზე ძალადობის გამო დაუპირისპირდა მოკლული ფირუზ გოგინაშვილი სიძეს, რის შემდეგაც 50 წლის კაცმა სიმამრი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით  მოკლა.

პოლიციამ მომხდარიდან მალევე, არჩილ ჯანგულაშვილის საგამოძიებო ორგანოში  გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ძებნა გამოაცხადა.

50 წლამდე მამაკაცი კახეთის პოლიციამ მომხდარიდან თვენახევარში, გუშინ დააკავა. ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეფექტურად მუშაობს შსს

  2. ანონიმური

    რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო

  3. ანონიმური

    იმედია საკადრისადაც დაისჯება ჩადენილისთვის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.