კახა კალაძე დინამოსთან დაჯარიმებულ ქომაგს შეხვდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეს პირადად შეხვდა. შეხვედრა დღეს გაიმართა.

მერმა მას საჩუქრად მაისური გადასცა.

შეგახსენებთ, 12 ნოემბერს საქართველომ ისტორიული მატჩი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. საქართველოს პირველად ჰქონდა ისტორიული შანსი ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში 0:1 წააგო. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი ამ მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

მატჩის შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რომელიც ცრემლებს ვერ მალავდა, პოლიციამ რეგულაციების დარღვევის გამო დააჯარიმა 2000 ლარით. პარარელურად კი, მატჩს ესწრებოდნენ მაღალჩინოსნებიც, მათ შორის კალაძე, შვილთან ერთად, რის გამოც, მოგვიანებით, დედაქალაქის მერმა ბოდიშიც მოიხადა.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    იმედია მაისურის გარდა ის ფულიც მიეცი არა?

  2. eko

    და მაისური რად უნდა იმ კაცს, 2000 ლარით რომ დააჯარიმეს, ამ მაისურით ამოიღებს იმ ფულს? და კიდევ, პირბადე ხელში მოკუჭული, აი საჯარო მოხელე ზუსტად ასეთ მაგალითს უნდა აჩვენებდეს მოქალაქეებს გაგანია პანდემიის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.