კარანტინი სასტუმროებში – მთავრობამ ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი დახარჯა

„საკარანტინო ზონებისთვის (ჯამში 84 სასტუმრო) სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა“, –  ნათქვამია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით, სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა დაასრულა. იქვე ვკითხულობთ, რომ ყველა სასტუმროსათვის მოქმედებდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებდა სასტუმროს ნომრის ღირებულებას – 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული
ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენდა 25 ლარს.

„22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის
ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის
სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება.
უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას,
როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დიდი აფიორა

  2. ანონიმური

    რატომ ბიუჯეტიდან, ბიძინას ასი მილიონი სად წავიდა? რაც ვირუსთან ბრძოლას მოხმარდა ყველაფერი ბიუჯეტიდან გავიდა, სასტუმროების ხარჯებიც მათ შორი. ეს ყველაფერი ხომ არ იყო ბიძოს საჩუქარი ნეტავ, ჰააა?

  3. 🇬🇪👎🏿

    ისევ საკუთარი სასტავების ბიზნესები გამოკვებეს ჩვენი ფულით და დამონებული ხალხი ოცნების ამარა მიყრილი!
    თან აქეთ გვამადლიან ეს ოცნება ასრულებული ღორები
    კიდეც იქედნურად!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.