კაპიტოლიუმის შენობის შტურმი ბუნებრივი რეაქციაა – რა დაწერა ტრამპმა ტვიტერზე?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს სოციალური ქსელები დროებით დაუბლოკეს. 

Reuters-ის ინფორმაციით,”ფეისბუქმა” და “ტვიტერმა” აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონში არეულობა დაიწყო. 

ტრამპმა ოთხშაბათს, „ტვიტერში“ დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. 

აღნიშნული პოსტების გამოქვეყნების შემდეგ „ტვიტერმა“ მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. კომპანიამ ტრამპის სამი პოსტის წაშლა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაბლოკილი დარჩება.

„ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა „ტვიტერის“ ადმინისტრაციამ.

მოგვიანებით კომპანია „ფეისბუქმაც“ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 24 საათის განმავლობაში დაიბლოკებოდა.

ცნობისთვის, ვაშინგტონში დონალდ ტრუმპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 

პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, დაპირიპისირება მოხდა, რასაც ზოგი ადგილობრივი მედიის ცნობით 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ზოგი კი უკვე 5 გარდაცვლილზე საუბრობს. დაკავებულია 52 ადამიანი.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ღია ფაქტი რეალობისა, რომ უჩინარი ძალები განკარგავენ მსოფლიო პროცესებს. ამ უჩინარ ძალებთან წინააღმდეგბის დამწყები მედროშე კი ტრამპია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.