“კანონმა მამაჩემს კლინიკაში დაწოლის უფლება შეუზღუდა – იმედი მაქვს მშვიდად გადავიტანთ ამ ღამეს”

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერი, ბექა კოკაია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მამაჩემს გულის პრობლემები აქვს. ბოლო წლებში იმდენად გაუმწვავდა, რომ წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს მამის ჰოსპოტალიაცია.

დღეს დილით, ზუსტად იგივე სიმპტომები ჰქონდა, როგორც წინა შემთხვევებში. საჭირო გახდა მამას ჰოსპოტალიზაცია. წავიყვანეთ ზუსტად იმავე კლინიკაში, სადაც მკურნალობს ხოლმე, რადგან მამას ისტორია ისედაც ზეპირად იციან იქ.

კლინიკაში შესვლისას გაუზომეს სიცხე. ჰქონდა 37-ზე ოდნავ მეტი. კოვიდის რისკის გამო კლინიკაში მამა ვერ დააწვინეს. ახალი რეგულაციებით, თუ პაციენტს აქვს სიცხე, მაშინ უნდა მოვიტანოთ პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი და შემდეგ დააწვენენ. ცხადია საავადმყოფოს არაფერს ვერჩი. კანონი კანონია. იქვე მითხრეს, რომ ეს ახალი რეგულაცია ცოტა ხნის წინ ამოქმედდა, თორემ აქამდე, კარდიოლოგიური პრობლემების მქონდე პაციენტს თუ ტემპერატურა უწევდა, საავადმყოფო თავად იძახებდა ლაბორატორიას და პასუხის მოსვლამდე აგრძელებდა პაციენტის მკურნალობას. ახლა ეს რეგულაცია შეიცვალა და თუ პაციენტს აქვს სიცხე, კლინიკას არ აქვს უფლება, რომ მიიღოს და დააწვინოს. ვუთხარი, რომ ჩემი სახსრებით გამოვიძახებდი კერძო ლაბორატორიას. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ აქაც დანანებთ მითხრა, რომ რეგულაცია ამასაც ზღუდავს.

შეგახსენებთ, რომ მამას არ აქვს კოვიდის სიმპტომები. აქვს გულის მწვავე უკმარისობა, რომელიც პერიოდულად ისედაც აწუხებს.

საავადმყოფოში მიყვანილი მამა წავიყვანეთ სახლში და გამოვიძახეთ სასწრაფო.

სასწრაფოს ექიმმა, დროულად უნდა გადაიყვანოთ რომელიმე კარდიოლოგიურ კლინიკაშიო. მოვუყევით დილის ამბები. გაუზომეს სიცზე. სიცხე აღარ ჰქონდა, თუმცა, ექიმმა გვირჩია, ვაიდა ისევ აეწიოს ოდნავ, ტყუილად რომ არ წავიყვანოთ გულის კლინიკაში, ისეთი საავადმყოფო მოვძებნოთ, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგიც ჰყავთო.

ცხელების ცენტრი იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში სიცხიან პაციენტს არ შეუშვებენ და ცხელების ცენტრი შეუშვებს და ტესტაც აუღებს. სასწრაფოს ექიმმა, ამას გადამანაწილებელი მენეჯერი წყვეტს, დავურეკავ და ის გვეტყვის, რომელ საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთო. მენეჯერმა 45 წუთის განმავლობაში არ უპასუხა ტელეფონს. ვისხედით და ველოდებოდით. და როცა მენეჯერმა ყურმილი აიღო, ექიმს შესთავაზა კლინიკა, სადაც კარდიოლოგიური განყოფილება არ აქვს.

ექიმმა უთხრა, რომ პაციენტს ახლა ყველაზე მეტად კარდიოლოგი ჭირდება, რადგან აქვს უკმარისობა და ცხელების ცენტრში გადაყვანას არ აქვს აზრი, იმიტომ, რომ არ აქვს ვირუსის სიმტომები პერიოდული დაბალი სიცხის გარდა. იმან იქიდან, ასე გადანაწილდა და რა ვქნაო.

ანუ, მამას, რომელსაც აწუხებს გული:

გულის კლინიკა, რომელსაც არ აქვს ცხელების ცენტრის სტატუსი მამაჩემს ვერ იღებს, რეგულაციების გამო;

მულტიპროფილურ საავადმყოფოებში, სადაც ცხელების ცენტრიცაა და კარდიოლოგებიც ჰყავთ, ადგილები არაა;

უბრალო ცხელების ცენტრი ვერ დაგვეხმარება.

მაინც ჩავისვი მანქანაში და მივადექით რამდენიმე ცენტრს, სადაც ვიცით, რომ ორივე სტატუსი აქვს (გული, ცხელება), თუმცა, ყველგან გვითხრეს, რომ არ აქვთ ადგილები და მართლა არ აქვთ, ბევრ ადამიანს, ვისაც ხელი მიუწვდება გადავამოწმებინე.

გამოვიძახე კერძო ლაბორატორია. რომელსაც 3 დღე სრულად ჰქონდა შევსებული, მაგრამ ბევრი თხოვნის და კარგი მეგობრების წყალობით გამოძებნეს დამატებითი რესურსები და მოვიდნენ სახლში ტესტის ასაღებად. ასევე მათი დახმარებით, ტესტის პასუხი იქნება ხვალ. უარყოფითის შემთხვევაში (იმედი მაქვს, ასეც იქნება), უკვე მამას ექნება უფლება დაწვეს ნებისმიერ კარდიოკლინიკაში.

დღეს დილიდან ვაკატავებ მამაჩემს მანქანით, იმიტომ, რომ ორი რეგულაცია ერთმანეთს შეასკდა და ისეთ ჩიხში შევიდა, თეორიული გამოსავალიც არ დატოვა.

ვართ ასე. ტესტის პასუხებამდე სატელეფონო კონტაქტზე კარდიოლოგთან. არც ისე მსუბუქი პაციენტი გვიწევს სახლში, რომელსაც კანონმა საავადმყოფოში დაწოლის უფლება შეუზღუდა. იმედი მაქვს მშვიდად გადავიტანთ ამ ღამეს.

ძალიან ვნერვიულობ და ძალიან გაბრაზებული ვარ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

ახლა მთავარია ტესტის პასუხი მოვიდეს და მერე მამას ვუმკურნალოთ.”

  •  
  •  

31 Comments

  1. კატო

    ღმერთმა გიშველოთ! მამას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მესმის თქვენი, მეც მძიმე კარდილოგიური პაციენტი მყავს შინ და სულ დაძაბული ვარ, უფალს ვთხოვ არავის გაუჭირვოს ასეთ დროს.

  2. ანონიმური

    ხომ ხვდებით, რა უფსკრულშია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. მიშვებულია ყველაფერი, მთავარია ამირანამ ბლომად იშოვა ფული, რომელიც არ აკლდა არცერთი მთავრობის დროს. რა მნიშვნელობა აქვს, კოვიდით დავიხოცებით თუ სხვა მძიმე დაავადებებით…

    1. კაი კაცო

      {ეს ისე ინფორმაციისთვის}…ასე იყო, 4-5წლის უკან ვქადაგებდით დღევანდელი კოვიდ, დისტ. სწავლების…ამბებს; მაგრამ მხოლოდ ფაქტის წინაშე რომ დადგნენ,დღეს უკვე დაიჯერეს…ახლაც იგივე სიტუაციაა; გეუბნებით რაც იქნება ხვალ, მაგრამ უმრავლესობას კვლავ არ სჯერავს!… დაიმახსოვრეთ!, ხვალ სახელმწიფოების რეალური მართვის სადავეები საბოლაოთ გადავა; სატანური, უკვე ბოლომდე ფარდა ახდილი “მედიცინის” ხელში. მინი რეპეტიციას უკვე გადიან, ამზადებენ და ეს “ჯადოსნური ჯოხის” მეშვეობით ვტომატურად ისე ხდება, რომ მას მათი უდიდესი უმრავლესობა ვერც აცნობიერებს….”მედიცინა” ხომ ბოლო100 წლის მანზილზე, ნელ-ნელა, კომპ. პროგრამასავით დაწერილ მცდარ ს ი ს ტ ე მ ა თ აქციეს?. p.s.დანარჩენები მოქმედი პოლიტიკოსებიდან დაწყებული… კი 3-5 ხარისხოვნები იქნებიან. ასეა ეს!. ვისაც ზემოთ აღწერილის არ ჯერავს….მოკლედ,ამათ ლანძღვა-გინებასაც აზრი აღარაა აქვს …ნ ა ხ ე!, სანამ არ წაუშლიათ, ძალზე რეიტინგულებზე წაშალეს… კანადა და მსოფლიო 2021-2030წლებში
      https://www.youtube.com/watch?v=LFfB1nfAqcI…მამონას ასეთი გეგმები, მაქსიმალურათ რომ ავიცილოდ თავიდან, უკვე კარგა ხნის უკან, უნდა მიგვეღო ცივი შხაპი!!!….გისურვებთ ჯამრთელობას !

      1. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა....

        ( ეხება გამოფხიზლებულებს, რეზონანსმომატებულებს!) თუ ადამიანი კორონავირუსს გადაიტანს, ე.ი. ადამიანების უდიდეს უმრავლესობას გაეხსნება T ლიმფოციტების დაცვის მეორე შრე და მის შენარჩუნებას არა მარტო 6 თვის, არამედ მუდმივად შენარჩუნებაში, ხელს შეუწყობს მატებადი შუმანის რეზონანსები(მისმა პიკმა 21 ოქტომბერს გარკვეული პერიოდის განმავლობაში 150 ჰც მიაღწია. 80 ზემოთ მესამე თვალი ეხსნებაო ადამიანსო!), რომელიც ჯერ კიდევ უცხო ხილია სამედიცინო სამყაროსათვის. ნახეთ აკადემიკოსი ვ.ა. მირონოვას (დნმ პლანეტარული მუტაცია, კვანტური გადასვლა…ეს ახალი მეცნიერებაა ნ ე ი რ ო თ ე ო ლ ო გ ი ა !) https://www.youtube.com/watch?v=sMxvNJMiJHs და სხვა, ერთეული მეცნიერების ლექციები

    2. ანონიმური

      ვვვ

      1. ანონიმური

        მაგრამ !…მალე 21საუკუნის “ნავთობი” გახდება ადამიანების პირადი და დნმ-ის მონაცემები, რომელსაც ელექტრონულ(ციფრულ) ბირჟებზე გაყიდიან; რომლის შესახებ კი მის პატრონს არაფერი ეცოდინება, როგორია?. ქირურგებს და ტრავმატოლოგებს ჯერჯერობით დატოვებენ, მკურნალ ექიმებს კი ეტაპობრივად, ისე როგორც ჩინოვნიკებს, მასწავლებლებს,პარლამენტარებს… ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი!. ამის შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნეს, ამ დღეებში გამართულ ვალდაის ფორუმზე…

  3. ანონიმური

    ნეტა ვინ ადგება
    მაგ რეგულაციებს?
    დარჩა ვინმე ჭკვიანი ჯანდაცვაში? ხუინდაძის, სირგეენკო, ტიკარაძის და მუშკეტერების მადლმა

  4. ანონიმური

    რა ვქნა არ ვიცი რა გვეშველება ხალხო, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას…

  5. qeto

    ხალხი გასწირეს, არადა თავიდან აცხადებდნენ ჩვენთვის მთავარია თითოეული ადამიანის სიცოცხლეო და ეხლა აღმოჩნდა რომ თურმე ეკონომიკაა მთავარი. 2000 მიაღწია ინფიცირებულებმა, 80 % სახლში მკურნალობს, ესაა მართვა? რაც მთავარია ისეა არეული ყველაფერი, რა უნდა გააკეთო ასეთ დროს ადამიანმა დაიბნევი.

  6. ანონიმური

    Უფალმა ჯამრთელად გიმყოფოს მამა გენაცვალე,ასე რომ ნერვიულობ მამაზე კარგი შვილი და კარგი ადამიანი ხარ ,გაიხარე და უფალს ებარებოდე ,რა სასიამოვნოა ასეთი კარგი შვილი,

  7. აბსურდის მსოფლიო 99%თვის....პოლიხრონიააააა...........

    (15წლიდან და ზემოთ ასაკისთვის!!!) რომ ვწერთ, ამ საშუალებებს, სპირიდონა სულანჯიას მოგონებული კი არაა!. გააკეთედ,მინ. 2კვირაში გაჯდება ორგანიზმში. არ დაგემართებათ “კოვიდ-19″და რაც კორონავირუსებისგან(ვირუსებისგან) დაგიცავთ : 1) წყალბადის ზეჟანგის(პერეკის ვადაროდა) სპრეი,პირის ღრუში,დღეში 2-4ჯერ. 2) ლუგოლის სპრეი, პირის ღრუში, დღეში 2-4ჯერ. 3)მდუღარე წყალში გააქტიურებული 0.25-0.5 ჩ.კოზი საკვები სოდა, რომ ჩამოვა 40-50გრადუსზე ჩაამატეთ 1 წვეთი იოდი და ისე მიიღეთ. დღეში 2-4ჯერ. 4) ნახევარი კოვზი კოჭა(იმბირი).რომელიც 5-10 განმავლობაში უნდა დაღეჭოთ ისე რომ კარამელივით გაქრეს პირის ღრუში. თუ მოგეპოვებათ პირშუშხას(ხრენი) ძირები 0,25-0.5 ჩ კოვზი ისიც დაუმატეთ და მაშინ მოხდება სინერგია, რაც იმუნური სისტემის გაშვებას გააძლიერებს მინ. 5000 ერთეულით( ბევრად უმჯობესია კოჭას ასაწონი ძირები!). დღეში 2-4ჯერ .5) მიხაკის 10-15 გრამი თავი(ბი) (იყიდება სუნელების გამყიდველებთან) დაფქვით ყავის საფქვავში, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაასხით 40-45გრადუსიანი 100-150გრ. არაყი ან გაზავებული სპირტი, დახურეთ თავი, შეინახეთ ბნელ ადგილზე,დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.სამი დღის შემდეგ მზადაა. 0.25 ჩ.კოვზი გააზავეთ 30-50 გრ. წყალში და მიიღეთ დღეში 2-4ჯერ. 6)დაწოლის წინ, ნივრის 1-4ლებანი დაჭერით წვილათ,კოვზით ჩაიყარეთ პირის ღრუში, არ დაღეჭოთ არავითარ შემთხვევაში!(ეს მნიშვნელოვანია!!!), ისე მიაყოლეთ წყალი და გადაყლაპეთ. 7) ნებისმიერი წიწვოვანი 100%ეთერზეთი(4-5ტიპისაა).აგრეთვე;ევკალიპტის, ჩაის ხის, ლიმნის,პიტნის(ვისაც გულსისხძარღვთა დაავადებები აწუხებს!) ეთერზეთები(იყიდება აფთიაქებში). თითო წვეთი, ჩაიწვეთეთ, გააჩერეთ , “ივლეთ”პირის ღრუში, დღეში 2-3ჯერ. აგრეთვე თითო წვეთი, ცხვირის ნესტოებში შეისუნთქეთ. ესეც დღეში 2-3ჯერ… პუნქტი 1), 2).3),4),5) ან 7) შესრულების შემთხვევაში, საკვები უნდა მიიღოთ მინიმუმ 30წუთის შემდეგ და იქეთ 1 ან ორი საათის შემდეგ. ხოლო მიღების რაოდენობა კი ინდივიდუალურია; 2ჯერ, 3ჯერ თუ 4ჯერ, ვინ როგორ მოირგებს. იგრედიენტები,შეეცადეთ ისე მიიღოთ რომ, პირის ღრუში გააჩეროთ(ივლოთ), დაე თვითონ “ყინულივით გადნეს”. P.S. ვირუსების პროფილაქტიკისთვის და იმუნიტეტისთვის,კიდევ უამრავი საშუალებებია !…PP.S.აღარაფერს ვამბობთ ვიტამინების D3, K2 ერთად მიღებაზე, სელენის კაფსულების მიღებაზე. ისეირნეთ; სუფთა და მზიან ჰაერზე…გისურვებთ ჯამრთელობას!

  8. ანონიმური

    37.5 არ ითვლება სიცხედ. Თან იმასაც გააჩნია როგორ ანუ სად იზომება სიცხე. 🤦‍♂️ Სასწაული ქვეყანა ვართ.

  9. Stephencip

    mexican viagra buy viagra viagra doses 200 mg

  10. JamesOrirl

    cialis 20 mg best price cialis for sale cost of cialis 20mg tablets

  11. TravisRak

    where can i buy viagra over the counter buy viagra online viagra without a prescription

  12. JamesCliek

    buy generic 100mg viagra online buy generic drugs cheap viagra 100mg

  13. ErnestLew

    buy prescription drugs without doctor generic viagra do i have ed

  14. ErnestLew

    over the counter ed treatment Cheap Erection Pills buy prescription drugs online

  15. ErnestLew

    cheap medication online ED Pills doctors for erectile dysfunction

  16. ErnestLew

    legal to buy prescription drugs from canada ED Pills ed pharmacy

  17. Dannyswele

    cialis 30 day sample cialis cialis coupon

  18. Williamgeway

    sildenafil pharmacy sildenafil without doctor prescription

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.