“კანონიერი ქურდი” სიძემ ისე სცემა, რომ კომაშია

ცნობილი ბელარუსი „კანონიერი ქურდი“ ვალენტინ გონჩარენკო, იგივე „ვალეტი“ კომაშია. კრიმინალური „ავტორიტეტი“ საკუთარმა სიძემ (დის ქმარმა) ისე სცემა, რომ მისი მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

62 წლის „კანონიერი ქურდი“ სამედიცინო დაწესებულებაში სიკვდილს ებრძვის.

მედია წერს, რომ სიძე-ცოლისძმას შორის ფიზიკური ანგარიშსწორება საყოფაცხოვრებო მიზეზით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ვალენტინ გონჩარენკოს პოსტსაბჭოთა სივრცის კრიმინალურ წრეებში კარგად იცნობენ. მან საერთო ჯამში გისოსებს მიღმა 40 წელი გაატარა. ბოლოს ის მიმდინარე წლის ივლისში გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც 17-წლიან პატიმრობას ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა.

მის სახელს უკავშირდება ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ანჟერო-სუჟენსკის კოლონიაში მასობრივი ბუნტის ორგანიზება, რომელსაც მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ისევ შინაური თუ მოგიღებს ბოლოს…!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.