კანის კინოფესტივალის ჟიურის სპაიკ ლი უხელმძღვანელებს

კანის კინოფესტივალის ჟიურის 2020 წელს ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ კინოფესტივალის ​საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.

კინოფესტივალის 73-წლიანი ისტორიის განმავლობაში ის ჟიურის პირველი შავკანიანი თავმჯდომარე იქნება. 

„შოკირებული, ბედნიერი, გაკვირვებული და ამაყი ვარ“, – განაცხადა სპაიკ ლიმ.

სხვადასხვა დროს კანის კინოფესტივალზე სპაიკ ლის შვიდი ფილმის პრემიერა გაიმართა. 2018 წელს ფილმმა „შავი კუკლუქსკლანელი“ გრანპრი მოიგო. კანის კინოფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს გაიმართება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.