იცით რა ღირს თბილისური სკუტერების დაქირავება?

ჟურნალისტი, ზურა ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კალაძემ რომ დღეს სკუტერების გაზიარების სერვისის პრეზენტაცია გამართა, ხომ ნახეთ? გამიხარდა. ჯერ ერთი ძაან მომწონს, მეორეც, ევროპულ ქალაქებში სერიოზულ შედეგებს დებს ეს სერვისი მანქანებისგან ქუჩების განტვირთვის კუთხით.

კორონას ეპოქამდე ესპანეთში გახლდით და რამდენიმე დღე სარაგოსაში ვცხოვრობდი. სულ ამით გადაადგილდებოდნენ. მერიაში აიღებდი ბარათს, 8 თუ 9 ევრო ღირდა და მერე მთელი თვე იყენებდი ულიმიტოდ. მართლა სულ ამით დახრიგინობდნენ, შედეგად მე იქ საცობი არ მინახავს.

იცით რა ღირს თბილისური სკუტერების დაქირავება? სტარტი ერთი ლარი და მერე ერთი წუთი 35 თეთრი. წარდგენაში ეს არავის უთქვამს, უბრალოდ აპლიკაცია ჩამოვწერე, რადგან გამიხარდა, რა კაია მეთქი და იქ ვნახე. ანუ, ულიმიტოდ კი არა, დღეში ერთი საათით რომ გამოიყენო, 22 ლარი ჯდება. 22 ლარი. სკუტერი. ერთი საათი. ტაქსის პრემიუმ პაკეტის ფასზე ძვირი. ანუ თვეში ყოველ დღე ერთი საათით რომ ისარგებლო 660 ლარი ღირს

სარაგოსაში 9 ევრო ღირდა. თვე. ულიმიტოდ. რატომ? ალბათ იმათზე მდიდრები ვართ, მე სხვა ახსნა არ მაქვს!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დაულპებათ ამ ღორებს ეს სკუტერები.აბა რომელი საღ ჭკუაზე მყოფი გადაიხდის ამდენ ფულს.

  2. ანონიმური

    Gachirvebulebss gadauxdi da mag garewrebsss kaladzisss tamasobitt araaa.kaipob xalxoo ras gvasirebenn Es ertujredianeebiiiiiii.fu amatiiiiiii!!!

  3. ანონიმური

    skuteri ara ixvis tolma

  4. ანონიმური

    skuteri ara ixvis tolma. arc evropashi ar sargeblben mag servizit. marto bavshvebi kataobs

    1. ანონიმური

      shen ramodenime dge cxovrobdi da me 15 welia vcxovrob. sad naxe skuterebit rom gadaadgildebian yvela.

  5. ანონიმური

    shen ramodenime dge cxovrobdi da me 15 welia vcxovrob. sad naxe skuterebit rom gadaadgildebian yvela.

  6. სამტრედსკი.

    და ამ დროს პრემიუმ ტაქსი წუთი ათი თეთრი და კილომეტრი 60 თეთრამდე.თან საწვავი ხო უნდა ავტომანქანას?ბატონო კახი უგულავას აჭარაბეთი გაუჩერდა და ვეღარ ატყავებენ ხალხს და მაგით მოიფიქრა ხალხის დაგოიმება ტოოო?:))და თქვენც უფასო რეკლამად გამოგიყენათ არა?ეეჰ სამტრედსკი სამტრედსკი.ცოდა დაფიქრდი რა მილიონერებს არ ჭირდება უფასო რეკლამა იმაზე რასაც ქალაქს ლიმუზინის მომსახურების ფასად აძლევენ☺☺☺.პ.ს.ნახევრად მეც სამტრედსკი ვარ ბატონო კახი და გული მტკივა სამტრედსკებს რო აუგად გვიხსენებენ მერე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.