იქნება თუ არა ივანიშვილი “ოცების” სიის პირველი ნომერი? – მდინარაძის განმარტება

მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ფორმირებაზე პარტიაში საუბარი არ ყოფილა.

მისი თქმით, უცნობია ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, თუ ასეთი უნდა გადაწყდეს „ქართულ ოცნებაში“, უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ხელმძღვანელმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, პარტიაში არათუ პარტიის თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერაზე, არამედ პირველ ნომერზე კონსულტაციები საერთოდ არ ყოფილა. კონსულტაციები იყო მხოლოდ და მხოლოდ მაჟორიტარებზე და აქ გავდივართ ფინალში. სიის ფორმირებაზე, ვინ იქნება სიის ათეულში, თუ ოცეულში, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული საუბარი არ გვქონია. პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მანამდე რა სიის ბოლოში იყო? ცოტახანში თქვენს სიაში შეიძლება სააკაშვილიც აღმოჩნდეს პირველ ნომრად

  2. ანონიმური

    100%.

  3. ანონიმური

    წარმატებებს გისურვებთ

  4. ანონიმური

    ჩემი მხარდაჭერა თქვენ გაიხარეთ

  5. ანონიმური

    Bizo magaria

  6. რას გვიშვება ეს სააკაშვილი!

    კი, ბიძო მაგარია- ბევრი მაყუთი აქვს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.