იტალიელმა ბიჭმა საქართველოსთვის მადლიერების ნიშნად ქართულ-იტალიური კერძი – „პურიპიცა“ შექმნა

იტალიელმა ბიჭმა, სახელად უმბერტო ჯანინი საქართველოსთვის მადლიერების ნიშნად ქართულ-იტალიური კერძი – „პურიპიცა“ შექმნა. აღნიშნული სიახლის შესახებ მან ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ჯგუფში – Spend 4 Seasons in Georgia დაწერა.

„მოგესალმებით. ამ მშვენიერ ჯგუფში მუდმივად ვკითხულობ უამრავ დადებით, სიყვარულით სავსე მესიჯს ჩემი ქვეყნის – იტალიის მიმართ. ამ მეგობრობის და სიყვარულის პატივსაცემად, მოვიფიქრე გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც გააერთიანებდა ჩვენს ტრადიციებს… ამ ორ, ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით მდებარე ქვეყანას, ძალიან ბევრი საერთო აქვს…

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, წარმოგიდგენთ „პურიპიცას“ – ხაჭაპურისა და პიცის პირველ „ჰიბრიდს“… ცომი ხაჭაპურისაა, რაც შეეხება შიგთავსს, ის მოიცავს: პამიდორს, ყველს, ბაზილიკოს და ზეითუნის ზეთს“, – წერს უმბერტო ჯანინი და სოციალური ქსელის მომხმარებელს „პურიპიცას“ ფოტოებსაც უზიარებს.

შეგახსენებთ, იტალია კორონავირუსთან ბრძოლაში, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ბოლო მონაცემებით, აქ covid 19-ის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა 15,887 კაცს შეადგენს. იტალიის მიმართ ქართველები განსაკუთრებით სოლიდარულები არიან და ამ საკითხზე სოციალურ ქსელში საკმაოდ ხშირად წერენ.

„ფორტუნა“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    როცა ვინმე ,რომელიმე უცხოელი მადლიერია საქართველოსი იმედი გიბრუნდება ადამიანს ამდენი უმადური ხალხის ხელში

  2. tell g

    Hello friends, how is the whole thing, and what you
    wish for to say on the topic of this piece of writing, in my view
    its genuinely awesome in favor of me.

  3. tinyurl.com

    Asking questions are truly nice thing if you are not understanding something
    fully, however this piece of writing provides nice understanding yet.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.