“იტალიაში უხანიდან ელოდებიან აპარატურას, რომლითაც ინფიცირებულებს სწრაფი კვლევები ჩაუტარდებათ”

იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, თამუნა თაბუკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პოტ. ბორელი ჯერ არ გამოჩენილა, ჩემს თვალსაწიერში, მაგრამ ლომბარდიის რეგიონის გუბერნატორმა გვამცნო – ახალი ამბავი…
თუმცა, რა ახალი? ძველზე საუბრობს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალი, რომ არის…
დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, ლომბარდიის გუბერნატორი, ისევ გაძლიერებულთვითიზოლაციაზე საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს: თუ თითოეული ადამიანი მკაცრად არ დაიცავს, შიგა კარანტინის წესებს, ძალისხმევისთვის, მეტ ძალადობრივ მეთოდებს აამუშავებს – იტალიის ხელისუფლება!
მან ასევე აღნიშნა, რომ მდგომარეობა ისევ ძალიან რთულია, ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევ შემაშფოთებლად მომატებულია, რასაც გარდაცვლილთა მომატებული რაოდენობა ემატება და განკურნებულთა რიცხვი, ძალიან დაბალია…
ასევე, იტალიის ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას, ისევ საგანგებო რეჟიმში და ვუჰანიდან ელოდებიან, მათგან უკვე გამოცდილ აპარატურას, რომლის საშუალებითაც, ინფიცირებულებს სწრაფი კვლევები ჩაუტარდებათ…
მსოფლიო, დიდი გამოწვევის წინაშე დგას – დარჩი სახლში – ეს დედამიწის მოწოდებაა!!!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.