იტალიაში კორონავირუსის ახალი ვაქცინის ცხოველებზე გამოცდა იწყება

მიმდინარე კვირის განმავლობაში, იტალიაში, ცხოველებზე ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო „ანსა” იუწყება, რომლის ინფორმაციით, ვაქცინა კომპანია „Takis”-ის მიერ არის შემუშავებული და მისი ტესტირების უფლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი გამოცდა იქნება ევროპაში.

მისი წარმატების შემთხვევაში, ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებენ.

„რეზონანსი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.