იტალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად არასაკმარისად მკაცრი ზომებია მიღებული – ჩინელი ექიმები

იტალიაში კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად ჩინელი სპეციალისტების ჯგოფი იმყოფება. ჩინელები გაოცებული დარჩნენ, რომ სახიფათო დაავდებასთან საბრძოლველად იტალიაში არასაკმარისად მკაცრი ზომებია მიღებული.

“COVID-19-თან ბრძოლაში ყველა უნდა ჩაერთოს. არამარტო ხელისუფლება, ან სამედიცინო პერსონალი, არამედ საზოგადოების თითოეული წევრი. ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას წესები და ჩართული იყოს ვირუსის შეჩერების პროცესში.დადგა დრო, რომ შეწყდეს ეკონომიკური საქმიანობა და ხალხის გადაადგილება. უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა დარჩეს სახლში, კარანტინში, ყველა მზად უნდა იყოს საკუთარი სიცოცხლის დასაცავად, რადგან სიცოცხლკე ყველაზე ძვირფასია. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი,” – განაცხადა ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების ვიცე-პრერზიდენტმა სუნ ჩაო პენმა მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით ჩრდილოეთ იტალიაში არსებული ვითარება ძალიან ჰგავს უხანში ორი თვის წინ არსებულ ვითარებას.

“უხანში შედეგი მობილურობის შეზღუდვიდან და მკაცრი ზომების გატარებიდან ერთი თვის შემდეგ მივიღეთ. აქ მილანში, COVID-19-ით ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონში, არ არსებობს მობილურობის შეზღუდვის მკაცრი წესები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ მუშაობს, ხალხი გადაადგილდება, ეწყობა საღამოები და ვახშმები სასტუმროებში, არ გიკეთიათ ნიღბები. ვიმეორებ, ყველა მოქალაქე უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული,” აცხადებს იგი.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.