“ის 9 ჩინელი, საავადმყოფოში რომ მიიიყვანეს, ვერ წავლენ, სანამ დედას არ მაუტ…ნამენ”

ანიმატორი გიორგი მგალობლიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“აი ამ 9 “ავადმყოფ” ჩინელზე გამახსენდა)))) მე რაა, ამირანაშვილს)))

სადღაც 80-ში ქართველებს კარატეს ასწავლიდა ვინმე ვიეტნამიდან ჩამოსული ახალგაზრდა კაცი, სახელად ბულაპა. ( მაშინ კარატეზე უსტვენდა მთელი საქართველო, ტიპები სულ ბოთლებს და აგურებს იმტვრევდნენ თავზე, მაგის მერე წამოვიდა კაკ რას დორბლიანი პაკალენია) მოკლედ ლეგენდები დადიოდა ამ ბულაპაზე – “ჰაერში ფეხით ბუზებსა კლავსო, გაფრენილ ჩიტს თავურით აგდებსო – კაროჩე.

ხოდა ერთხელაც გეპეისთან კახეთიდან ჩამოსული სტუდენტები დგანან. აგე ბიჭო ეგ არი ბულაპაო – ერთმა და ვიღაც წვრილ თვალებიან და მეტრანახევრიან ტიპზე ანიშნა ძმაკაცებს. აუ დედა მოუტ…ან ინგრეთი მაგარია, ვისაც დაახუილებს ფეხზე არ დააყენებსო. რას ამბობ ჯოო… მაგისმა ძმაკაცმა 120 კილოიანმა მუტრუკმა – მაგას სადაც დავარტყამ იქვე მავა@მეინებო. 😂

ატყდა კი – არა. დანიძლავდნენ -20 იანზე და ცხვარზე. ძმაკაცები მუტრუკს ეუბნებიან – მთავარია ერთი დარტყმით დააგდო და მერე ჩვენც წავესევით, თორე ეგ თუ ადგა, დედას მოგვიტ….ნამსო.😂 შეთანხმდნენ. მივიდა ვირგლა და იმ ტიპს ისეთი დაახუილა ტუფლები ნასკებიანა ადგილზე დარჩა, მასტი გაფრინდა. წაესიენ დანარჩენები – ურტყი არ ადგეს ეს შობელძაღლი თორე დავიღუპებითო. ეგ კი არა, მგონი გამლელებიც ეხმარებოდნენ.)))))

მოკლედ, მილიცია პოლიცია, სასწრაფო – რა ბულაპა, რა ბრიუს ლი. რის კურკისხელა ატამი ან ატმისხელა კურკა. ჩვეულებრივი გეპეის სტუდენტი აღმოჩნდა ვიეტნამიდან სასწავლებლად ჩამოსული. მგონი ის საცოდავი საავადმყოფოდან ეგრევე აეროპორტში წავიდა.😃


ხოდა ეხლა ეს ამბავი, აი ამ 9 ჩინელზე გამახსენდა, კანვოით საავადმყოფოში რო მიიყვანეს, გინდა თუ არა კორონავირუსი გაქო. ვატყობ ეგენი საქართველოდან ვერ წავლენ, სანამ მაგათაც დედას არ მაუტ…ნამენ….😂😂😂

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.