ის პარტიის შემომწირველია – აფინანსებდა არჩევნებს და თავისუფალია თავის ქმედებებში – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური ნაწილი, სიის პირველი სამი წევრი, პარლამენტში არ შედის, ხოლო ავთანდილ ენუქიძე, სიის მეოთხე ნომერი, პარტიის შემომწირველია და ის თავის ქმედებაში თავისუფალია. ინაშვილის თქმით, პარტიას არ აქვს ბერკეტი, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ ავთანდილ ენუქიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩაერიოს.

“მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის პარლამენტში. ბატონი ავთო წლების განმავლობაში არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის არის პარტიის შემომწირველი – აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მინდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არავის ვალი გვაქვს – არც ხელისუფლების და არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ჩვენ ჩვენი სტრატეგიით ვმოქმედებთ”, – განაცხადა ინაშვილმა. 

პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, რომ ის საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს. მისი თქმით, ჯერ არ გადაუწყვიტავს როდის შევა პარლამენტში.

“გადავწყვიტე მანდატზე უარი არ ვთქვა და როდის შევალ… როცა გადავწყვეტ შევალ. მე დავაფიქსირე, რომ მანდატს არ ვტოვებ და რა იქნება შემდეგ, მაგას ვნახავ”, – აცხადებს ენუქიძე.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    თქვენ ვეღარ გიშველით ვერაფერი. თქვენი რეიტინგი წავიდა კატასტროფული კლებისკენ. რატომ? ერთი ამიტომ – ნატო ჩხეიძე რომელიც თქვენთან ერთად ნაციონალების გასამართლების რეზოლუციაზე ხელის მომწერი იყო, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ფარსი ყოფილა, რადგან მათი სიით გასული დეპუტატია. და მეორე – კავკასიური ცარცის წრის მოცემულობა გვაქვს და თქვენ აღმოჩნდით უნისონში ნაცების და ევრონაცების გვერდით. ცოტაა? ბოლოს ნატო ცხეიძეს გადაყევით მათ საცურაო ნავში, ძლივს გადარჩა ვეყანა იმას, რომ სულ ცოტა დააკლდათ გაშლი-აშლილებს უმრავლესობით მოსვლა, და თქვენ ამ არჩევნების გაუქმება გნებავთ?! არ გამოვა ეგ ამბავი.

  2. ანონიმური

    პატრიოტები საბოლოოდ წყალს ასხავენ ნაცების წისქვილზე ,ასე რომ მათ დაკარგეს ხალხის ნდობა და გადაეშვნენ უფსკრულში !

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.