ისლანდიაში კორონავირუსით ორმაგი ინფიცირება დაფიქსირდა – მუტაცია და აგრესიული ფორმა

ისლანდიაში პაციენტი ახალი კორონავირუსის ერთდროულად ორივე შტამით დაინფიცირდა. ამის შესახებ ჟურნალი Reykjavík Grapevine -ი

ბიოფარმაცევტული კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელზე, კარი სტეფანსონზე დაყრდნობით წერს.

მეორე შტამი ჩინეთის უხანში აფეთქებული ვირუსის მუტაციის შედეგად განვითარდა. სპეციალისტის თქმით, ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იქნას, როგორც ორმაგი ინფიცირების პირველი დადასტურებული ფაქტი. სავარაუდოდ, მუტაციის შედეგად მიღებული შტამი უფრო აგრესიულია, ვინაიდან სწორედ ამით დააინფიცირა პაციენტმა მასთან კონტაქტში მყოფი პირები. ბაზაში არსებული ინფორმაციით, ისლანდიის მიღმა მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. 24 მარტის მდგომარეობით ისლანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 588 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ადგილობრივი მედია წერს მხოლოდ ერთ დაღუპულზე. ახალმა კორონავირუსმა რომ მუტაცია განიცადა, ამის შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა.

მაშინ ჩინელი ექიმები ამბობდნენ:

“ბეიჯინგისა და შანხაის ექსპერტების თქმით, ადამიანების 70% ვირუსის ყველაზე აგრესიული ფორმით ინფიცირდა, რომელიც თავის მხრივ, სხვა დაავადებებს იწვევს.

ამჟამად, ვირუსის შედარებით მარტივმა ფორმამ დაიწყო გავრცელება.

იმის გამო, რომ ვირუსი მუტაციას ძალიან სწრაფად განიცდის, შესაძლოა, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები კვლავ ინფიცირდნენ.

ექსპერტებმა ვირუსის მუტაციის შესახებ დასკვნა მხოლოდ 103 შემთხვევის შესწავლის შემდეგ გამოიტანეს. ზუსტი დასკვნის გაკეთებისთვის, უფრო მეტი შემთხვევის შესწავლაა საჭირო.

სხვა მეცნიერების თქმით, ვირუსის მსგავსი ცვლილება ნორმალურია, როდესაც ის ცხოველიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

მეცნიერებმა 103 შემთხვევის შესწავლის შემდეგ ვირუსის ორი ტიპი გამოყვეს, რომლებსაც „ლ“ და „ს“ უწოდეს. მათი თქმით, პაციენტების 70% სწორედ „ლ“ ნაირსახეობა ჰქონდა, რომელიც უფრო მეტად აგრესიული და სწრაფად გავრცელებადია, ვიდრე „ს“.

თუმცა, ბოლო პერიოდში „ლ“ ტიპის ვირუსის გავრცელება შემცირდა და წინა პლანზე ვირუსის „ს“ ნაირსახეობა გამოვიდა.

„ს“ ნაირსახეობა ნაკლებად აგრესიულია, თუმცა უნდა ითქვას ის, რომ ადამიანში ცხოველიდან ვირუსის სწორედ ეს ტიპი გავრცელდა და ადამიანების დაინფიცირება განაგრძო.

„ს“ ნაირსახეობა უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ამიტომ ადამიანებს დიდი დრო სჭირდებათ იმის გასაანალიზებლად, რომ ისინი ცუდად არიან. ეს კი ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის.

თუმცა, რადგან კვლევამ მხოლოდ შემთხვევების მცირე ნაწილი მოიცვა, ზუსტი დასკვნების გამოტანა ჯერჯერობით რთულია.”

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.