“ისეთი გაზრდილი ჰყავდათ” – ახლობლები 24 წლის ბიჭზე, რომელიც ტბაში გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, 4 იანვარს დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი, პალიასტომის ტბასთან იპოვეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში იმედს არ კარგავდნენ, რომ ბიჭი გამოჩნდებოდა.

„არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვქონდა. დილას ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში, მამამ ნახა, მერე მეზობელმა… არაფრის გაჭირვება არ ჰქონდა ოჯახს და ისეთი გაზრდილი ჰყავდათ, თვალებში უყურებდნენ მშობლები, არაფერს არ აკლებდნენ, თვითონაც საუკეთესო ბუნების ბიჭი იყო, მეგობრებისთვის თავდადებული. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ რომ იპოვა მდინარე კაპარჭინასთან მისი ტელეფონი, ცოტა შეგვეეჭვა, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს, ეს რა დაემართა ოჯახს“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელი.

შეგახსნებთ, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.