“იპოდრომის ტერიტორიაზე ივანიშვილი თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს”

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი მოეწყობა. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ განუცხადა, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა. როგორც ტყემალაძე აცხადებს თვითინ პროექტში ჩართული არ არის თუმცა, აქვს ინფორმაცია რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიურ კომპანია იმუშავებს. დამატებითი დეტალების გასაგებად, თუ რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანსაც დავუკავშირდით, თუმცა ჩხეტიანმა მედიაჰოლდინგის შეტყობინებებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში (ოფიციალურად შპს ,,ინვესტ კაპიტალი”)  არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცე ისევ ბიძინა ივანიშვილის „ფონდმა ქართუმ“ 60 მლნ ლარად შეისყიდა.

აღნიშნულ საკითხს თავად ფონდიც გამოეხმარა. გავრცელებულ განცხადებაში არ არის საუბარი კონკრეტულად რას გეგმავს ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თუმცა აცხადებენ, რომ : „ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“.

ძველ იპოდრომთან დაკავშირებით თემურ ტყემალაძეს გასულ წელსაც ვესაუბრეთ, მაშინ ივანიშვილის მეგობარი აცხადებდა, რომ კონკრეტული დეტალების თქმა არ შეეძლო, თუმცა, დაზუსტებით თქვა, რომ ტერიტორიაზე ცუდი არაფერი გაკეთდებოდა.

„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს. იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“


თავად “ქართუ ჯგუფის” მესაკუთრეთა სია კი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიისგან შედგება. მეწილეთა სრული სია ასეთია:

• Krista Investments – 48.324%;

• Sargans limited – 45.353%;

• Tarpan – 1.092%;

• Agroservice LLC – 4.243%;

• Interinvest LLC – 0.988 %.

ჯგუფის საბოლოო ბენეფიციარი, მესაკუთრე ანგარიშგების მიხედვით, უტა ივანიშვილია.

წყარო – კომერსანტი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    garikasi qetisi tbiliselis veterani merabisi da esetebis mtkvelo bidzo gaixaret

    1. ანონიმური

      კარგად არ ხარ ხო?? საცოდავო, როგორი საწყალი ხარ, რითი ერთობი.

  2. ანონიმური

    👏👏madlobaa

  3. ანონიმური

    ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ივანიშვილებო კეთილი საქმის კეთებაში.გისურვებთ ჯანმრთელობას დ რკინის ნერვებს .

  4. gorgi gorgi

    sakartvelos mokvaruli xalxi dagipasebt am ketil sakmes xmerti ikos tkveni mfarveli

    1. ანონიმური

      აბა დაესიეთ ნაცები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.