ინფიცირებული მამაკაცი კარანტინიდან გაიპარა – “მაღაზიაში იყო და სელფებს იღებდა”

ახალი ზელანდიის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე, რომელიც კარანტინიდან სუპერმარკეტის დასათვალიერებლად გაიქცა.

3 ივლისს ინდოეთიდან ჩამოსული ინფიცირებული 32 წლის მამაკაცი იზოლაციაში იმყოფებოდა 5 დღის განმავლობაში, თუმცა იგი ოკლენდში სასტუმროს ღობედან გადაძვრა და ადგილობრივ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, სადაც თაროებზე განლაგებულ პროდუქტებს ათვალიერებდა და სელფებს იღებდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფაქტი დაგმო და ინციდენტი შეაფასა, როგორც „ეგოიზმის გამოვლინება“. ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების ფაქტი 22 მაისიდან არ დაფიქსირებულა, თუმცა ხარვეზებმა საზღვრის უსაფრთხოებაში შესაძლოა გამოავლინოს დაავადების გავრცელების ახალი კლასტერი.

ეარ კომოდორ დარინ ვებმა, ახალი ზელანდიის საიზოლაციო და საკარანტინო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 32 წლის მამაკაცს უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ღამით სიგარეტს ეწეოდა, რომლის შემდეგაც იგი გაიქცა სტემფორდის პლაზას სასტუმროდან. დაცვამ სცადა მისი შეკავება, თუმცა იგი მალევე გაუჩინარდა.

მისი გადაადგილება ასახულია სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერაზე. მაღაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გაქცეული პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექციებს მაღაზიაში- „ მას თან ტელეფონი ჰქონდა, რომლითაც ფოტო-სელფებს იღებდა“.

ნიუპოსტი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.