იმ ადამიანის დაბადების დღეა, “არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს”-ო, რომ თქვა… – გუჯა ბიძია

რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, ფოტოს აქვეყნებს და წერს:

“დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა,

“არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოსო,” რომ თქვა..

ადამიანის, მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრებით მაგალითი რომ იყო იმისა, თუ როგორ არ უნდა იყო, და რატომ არ უნდა იყო გულგრილი.

20 წლისამ რომ “ფიქრნი მტკვრის პირას” დაწერა.

22 წლისამ “ბედი ქართლისა”

24 წლისა “ცისა ფერს” რომ წერს

და 25 წლისა “მერანს”..

და ძეგლს უდგამს ყველას, ვინც იცის, თუ რა არის ადამიანის დანიშნულება.

ადამიანი, 28 წლისა რომ გარდაიცვალა და რაც მან დაუტოვა თავის ხალხს, 82 წლისა ვერ დატოვებს ბევრი.

ადამიანი, რომელიც სამჯერ დაასაფლავეს,

და ადამიანი, რომლის შემოქმედება მისი გარდაცვალებიდან პირველად მხოლოდ 31 წლის შემდეგ რომ დაიბეჭდა.

ადამიანი, მაგალითი იმისა, თუ როგორ არასდროს არ ფასდება ნიჭი მის სიცოცხლეში.

და იქნებ ამ ადამიანის ცხოვრებით, და რამდენის კიდევ ასეთის მაგალითზე, დღეს მაინც მივხვდეთ, რომ დღესაც იგივე უბედურებები გვჭირს და სწორედ იმიტომ, რომ ცუდს და კარგს, ცუდის და კარგის თანამედროვეები თავის სახელს არ ვარქმევთ.

დღეს დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა!

..

წერილებიდან “დრამატული დრამატურგია”

გუჯა ბიძია.”

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.