“იმის ბაღანე რაფერ დემეღუპაო და არ მიყიდა, გააბრუნა უკან…”

იურისტი, კახა ნადირაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მამაჩემის დანატოვებ თოფს რომ შევუთამამდი (ანუ ცოტა წამოვიზარდე), დედამ ზუსტად პანიკა ატეხა სოფელში, “არ მემეტება, მარა უნდა გავყიდო, ბაღანე მეიწევს რაცხასო.”

გავარდა ხმაი და მეორე სოფლიდან მოგვადგა მასავით ქვრივი, ჩემზე უმცროსი ბიჭით, თოფის შესათვალიერებლად.

ხოდა, დედამ, აი ატეხილი პანიკა, ისთევლე “ჩატეხა” და გადავიფიქრეო, გააბრუნა დედა-შვილი, ისე, რომ თოფი არც დაანახა.

წაბუზღუნდნენ ისინი და შემობუზღუნდა ეს სახლში, – “იმის ბაღანე რაფერ დემეღუპაო”…

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ყველა დედა ასე რომ გრძნობდეს და ფიქრობდეს, უკეთესი იქნებოდა ჩვენი და ჩვენი შვილების ყოფა.

  2. ეთო

    მართალია! ავარიებში უფრო მეტი ბავშვი კვდება
    და სასტიკად ასაკრძალია!
    აგერ გუგული ბიცოლა იზრუნებს მაგაზე და 18-23 წლის ბაღნებს აეკრძალებათ მანქნის ტარება!

  3. best web hosting sites

    Have you ever considered creating an e-book or guest
    authoring on other websites? I have a blog
    based on the same subjects you discuss and would love to have you share some
    stories/information. I know my subscribers would appreciate your work.
    If you’re even remotely interested, feel free to send me an e mail.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.