იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში, იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსით ინფიცირებული რეგიონის რამდენიმე სკოლის მოსწავლე და მასწავლებელია. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს სკოლებში.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, 1800-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში, ხოლო კოვიდკლინიკებში 450-მდე ადამიანი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 91 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.