ილია მეორე კორონავირუსის შესახებ – რა კურთხევა მისცა მან მრევლს

გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია, ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი სარწმუნოება და ლოცვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, მათ კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

„ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს. გამოჩნდა ახალი ვირუსი და მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა მას სიკვდილის ვირუსი შეარქვა. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ განმტკიცდეს ჩვენი სარწმუნოება და ლოცვა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ასხუროთ მაკურთხი წყალი თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი”, – ბრძანა ილია მეორემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.