ივა­ნიშ­ვილს შე­საძ­ლოა ეს მართლა უნ­დო­დეს… მის გვარ-სა­ხელს ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ – ვახტანგ ძაბირაძე

გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლამ” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ისევ კუ­ლი­სებ­ში გა­დის, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის პოსტს ტო­ვებს და ავან­სცე­ნას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს უტო­ვებს. “ფორ­მუ­ლა ნი­უ­სის” თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს მის შემ­ცვლე­ლად მო­მა­ვალ კვი­რას გა­მარ­თულ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე და­ა­სა­ხე­ლებს. რას შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­საძ­ლო წას­ვლა, რას გა­მო­იწ­ვევს მისი ეს ნა­ბი­ჯი “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და ვი­ხი­ლავთ თუ არა მის მე­ო­რედ მოს­ვლას მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში, რო­გორც ეს ერთხელ უკვე მოხ­და, ambebi.ge-თან ექ­სპე­რე­ტეი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე საუბრობს:

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე:

– ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა-არ­წას­ვლა, ბევ­რს ვე­რა­ფერს შეც­ვლის იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია ისე, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” ყვე­ლა­ფერს ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­თავს და გან­კარ­გავს.

მე­ო­რე – და­ვუშ­ვათ, მი­დის და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ კო­ბა­ხი­ძეს ტო­ვებს. ნორ­მა­ლურ იერ­არ­ქი­ას რე­ა­ლუ­რი იერ­არ­ქია ანაც­ვლებს, ამ­დე­ნად აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნად აქვს გავ­ლე­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე იმა­ვე კო­ბა­ხი­ძეს, გა­ხა­რი­ას, ან კა­ლა­ძეს იმი­ტომ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა ღე­ბუ­ლობს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

რაც ეხე­ბა იმას, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის, ახლა, ამ ვი­თა­რე­ბა­ში არა მგო­ნია, მან ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. შე­საძ­ლოა, მან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე, გახ­სოვთ, წა­ვი­და პარ­ტი­ი­დან, პო­ლი­ტი­კი­და­ნაც, მაგ­რამ მერე გა­მოჩ­ნდა და თქვა, კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობ­და, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვიო. რომც წა­ვი­დეს, მისი ქცე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე ჩანს, ამით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, მა­ინც არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა.

ან ამას ვინ­მე და­ი­ჯე­რებს ქვე­ყა­ნა­ში? იმა­ვე “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში” და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და? რა თქმა უნდა, ილა­პა­რა­კე­ბენ, რომ წა­ვი­და, თუ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და. მაგ­რამ ასე იყო ლა­პა­რა­კი მა­ში­ნაც, რო­დე­საც პრე­მი­ე­რის პოს­ტი და­ტო­ვა და თქვა, მე გა­ვე­დი პო­ლი­ტი­კი­დან და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ იცი­თო, მაგ­რამ მერე მობ­რუნ­და.

ჩვენ ეს კინო ნა­ნა­ხი გვაქვს. ივა­ნიშ­ვილს შე­საძ­ლოა გულ­წრფე­ლად, მარ­თლა უნ­დო­დეს წას­ვლა და არ უნ­დო­დეს ამ ორომ­ტრი­ალ­ში ყოფ­ნა, სა­დაც მის გვარ-სა­ხელს ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მაგ­რამ პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა არც ისე­თი ად­ვი­ლია, რო­დე­საც შენ ხარ ერთ-ერთი (თუ ერ­თა­დერ­თი არა) გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში – უამ­რა­ვი ინ­ტე­რე­სე­ბია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი…

ასე უბ­რა­ლოდ, და­ი­ხუ­როს ქუდი და წა­ვი­დეს, მგო­ნია, ამას უბ­რა­ლოდ, ვერ შეძ­ლებს, ვერ გა­ა­კე­თებს, მანდ სხვა პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბა, იქ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია შინ თუ – გა­რეთ. ივა­ნიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რი რომ იყოს, მა­შინ, პრობ­ლე­მა არაა, მაგ­რამ როცა ლი­დე­რია, ლი­დე­რის წას­ვლა პრობ­ლე­მაა. აგერ, ვა­შა­ძე წა­ვი­და და არც არა­ფე­რი იქ­ნე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში”, მაგ­რამ მიშა რომ წა­ვი­დეს, მა­შინ სხვა თე­მაა. ბი­ძი­ნას წას­ვლა იმას გა­მო­იწ­ვევს, რომ “ოც­ნე­ბა­ში” აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა შიდა პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლე­ბი. კუ­ლუ­ა­რებ­ში ახ­ლაც მი­დის, მაგ­რამ მერე სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ივა­ნიშ­ვი­ლი თუ წა­ვი­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა, ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ მას ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და გა­რე­თაც, ასე რომ, ასე მარ­ტი­ვად ეს არ გა­მო­ვა. ან ასეთ წას­ვლას რა აზრი აქვს? მთა­ვა­რია, ისე წა­ვი­დეს, ყვე­ლამ და­ი­ჯე­როს, რომ მარ­თლა წა­ვი­და. ეს რომ და­ი­ჯე­რონ, ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი იმა­ვე პარ­ტი­ა­ში.

  •  
  •  

One Comment

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.