“ივანიშვილს სძულს, ეზიზღება განათლება – გადაწყვიტა „მასწავლებლის სახლი“ გადასცეს სუსს”

საქართველოს ექსპრეზიდეტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი მავნებლობის მომსწრეები გავხდით! მართალია არ არის ახალი ამბავი, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს სძულს, ეზიზღება განათლება და ყველაფერი რაც არის დაკავშირებული განათლებასთან, მაგრამ უკვე ყველაზე უარეს მოლოდინსაც გადააჭარბეს. გადაწყვიტეს „მასწავლებლის სახლი“ გადასცენ სუსს.

მეგობრებო ამ ქვეყნის მომავალი გადის განათლებაზე და არა სუსზე. მეტიც, ყველგან გვჭირდება განათლებული ადამიანები, ამაშია საქართველოს წარმატებული მომავალი. ჩვენ 2011წელს გავხსენით „მასწავლებლის სახლი“. იქ მიღებული ცოდნით 20 000- მა პედაგოგმა მიიღო მაღალი პედაგოგიური კვალიფიკაცია, სერტიფიკატი და ამასთან ერთად სახელფასო დანამატიც. ეს იყო „სახლი“ სადაც 24/7-ზე სწავლობდნენ თავად მასწავლებლები , უზრუნველყოფილი იყვნენ ყველაფრით, წვდომა ქონდათ უახლეს გამოცემებთან, მსოფლიოს უნიკალურ ბიბლიოთეკებთან, რაც დამოუკიდებლად შეუძლებელია, რადგან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ცენტრში მასწავლებლების შვილებისთვის იყო საცხოვრებელი, ყავდათ ძიძები, იმისთვის რომ არცერთი წუთი არ დაგვეკარგა , მაქსიმალურად ინტენსიურად აგვემაღლებინა მათი კვალიფიკაცია. ეს იყო პროექტი, რომლის გასაცნობად ჩამოდიოდნენ პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები, შუა აზიიდან დაწყებული დამთავრებული უკრაინით.

ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და უკვე ვაშენებდით „მასწავლებლის სახლს“ ყველა დიდ ქალაქში. ამ განათლების მოძულე „ოცნებამ“ მოსვლისთანავე შეაჩერა ყველა მათგანი , დახურა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ამერიკელი მასწავლებლების პროგრამა……. გასაგებია რომ გაგრძელების უნარი არ აქვთ , ამ მართლაც გაუნათლებელ და უუნაროებს, მაგრამ მიზანმიმართული, უკიდურესი მავნებლობაა როცა ანადგურებ იმას რაც არის და წარმატებით ხორციელდება.

თუმცა მე მინდა გითხრათ, თქვენ პირველ რიგში ჩემო მეგობრებო და აქვე მათაც, რომ რამდენიმე თვეში განათლების ეს მიზანმიმართული ნგრევა დასრულდებდა , ჩვენ ყველა დაწყებულ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. ისევ დავიწყებთ ნულიდან ამ სისტემის, ისევე როგორც სხვა ბევრი რამის მშენებლობას , მაგრამ ეს იქნება N1 რადგან ამ ქვეყნის მომავალი გადის განათლებაზე , ყველაფერ დანარჩენს ქმნიან განათლებული ადამიანები, განათლებულ ახალგარზდებშია ჩვენი მომავალი და მას ეს მართლაც გაუნათლებელი მავნებლები ვერ წაართმევენ საქართველოს.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ბათუ

    შენ ვინ გეკითხება რამეს? რა მოუშორებელი ტკიპა ხარ ჭო.აჭარული ხაჭაპური მოგენატრა?

  2. gorgi gorgi

    eseigi ivanisvili angrevs da sen asenebdi xom .imdeni sevesi sens deda budes

  3. ანონიმური

    კაცი 1 მილიარდს დებს რომ უნივერსიტეტი აშენდეს ქუთაისში, კაცმა ჯავაXიშვილის უნივერსიტეტი საძირკვლიდან დაწყებული განაახლა, კაცმა სკოლების რემონტები ჩაატარა ამ დედამოტყნულის დროს და კიდევ ივანიშვილს ეზიზღება განათლება, ამ დედამოტყნულის დროს ჯავახიშვილის უნივერისტეტის კორპუსები გასაყიდ შენობების სიაში იყო ამის პოპულისტი დედას შეცა ზელენსკიმ. შე დდდამოტყნულო მის აშენებულ და რესტავრირებულ სკოლებს, თეატრებს და ბათებს რომ ხნსიფი დაგავიწყდა?

    1. ნათი

      გაიხარე სიმართლეს წერთ გეთანხმებით

  4. ანონიმური

    ეე მიშა,მართლა ხარ ჩამოსაკიდი ერთი ადგილით,ეს პირანია რომ დაგვასიე თავს,ხრავენ უგზო-უკვლოდ ისე,რომ ნარჩენსაც არ სტოვებენ,მძღნერიანად ჭამენ ყველაფერს.ქუთაისის უნივერსიტეტს 8წელია აშენებს და კიდე 28 ვერ აშენდება.ზღვა ერთ ღამეში შემოიერთა და ამშენებელი აქამდე ააშენებდა.თუ კიდევ ვინმეს მოსწონს და სჯერავს დიადი მთხრელის ტრიუკების,ანგელოზის მოთმინება გქონიათ!

  5. თბილისელი

    უნიკალური უნივერსიტეტი შენდება ქუთაისში.ეხლახან ვიდეო აჩვენეს.ასე რომ არ ინერვიულოთ

  6. ანონიმური

    საიდან მოიტანე ეგ სისულელე შე ავადმყოფო შენა

  7. ანონიმური

    ყველა შენნაირი ნაძირალა ნუ გგონია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.