“ივანიშვილმა ეს უნდა გააკეთოს, სანამ მომხდარა კორონავირუსის მასობრივი გავრცელება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:

„გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში ადამიანების ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა. ჩვენი შვილები ამ სასიკვდილო დაავადების ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან.

დაუყოვნებლივ, დღესვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნებისმიერი სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გზით.

ეს არ არის რეკომენდაცია, თუ ივანიშვილს სინდისის ნატამალი შერჩენია, ეს უნდა გააკეთოს დაუყოვნებლივ.

ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის ასეთი საფრთხე, სანამ არ მომხდარა მასობრივი გავრცელება, რისი დიდი საფრთხეც არსებობს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    შენი რჩევები შენთვის შეინახე

  2. ანონიმური

    ივანიშვილს შენი რჩევები ნადმვილად არ ჭირდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.