“ივანიშვილმა აი, ამაზე იფიქროს, მისთვის უმჯობესია…”

ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში არ ცხრება. ამჯერად, სენატორმა რიშმა 2021 წლის ამერიკის  თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოახდინა, რომელთა მიზნად საქართველოსთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის დემოკრატიული მდგომარეობასთან დაკავშირება სახელდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ ცვლილებათა საკანონმდებლო პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, გასული წლის საპროტესტო გამოსვლებსა და 8 მარტის შეთანხმებაზე.  გარდა ამისა, ამ დოკუმენტში დეტალურად , პუნქტობრივად არის გაწერილი ყველაფერი,  რომელთა შესრულებასაც მოითხოვს ამერიკა საქართველოს ხელისუფლებისგან. „მოუწოდებს (სენატი) ხელისუფლებას, არჩეულ ოფიციალურ პირებს და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და იმუშაონ ერთად? თავისუფალი პრესის შენების, კერძო ბიზნესისთვის (განვითარების) საშუალების მიცემის და უფრო მეტად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის“. „სენატი  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის გაუმჯობესებით, მათ შორის ყველა ინსტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურის დანერგვით და მმართველი პარტიის დიდი გავლენის ქვეშ და მის მიმართ ლოიალობის მიხედვით მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკის დასრულებით“. ამტკიცებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელება კრიტიკულია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ აღადგინოს ნდობა მის ერთგულებაში დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში ინტეგრაციისადმი.  ჩვენში ბევრი  პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს უკვე წითელი ბარათია საქართველოს ხელისუფლებისთვის და თუ  სენატი ამ ცვლილებებს დაამტკიცებს, ამერიკა კიდევ უფრო ღიად დაუპირისპირდება ჩვენს  ხელისუფლებას. ეს უკვე იმ 13 კონგრესმენის ანგარიშზე უფრო უარესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“…

ანალიტიკოს გია ხუხაშვილთან საუბარი ამ თემით დავიწყეთ:

– სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო, ასეა ჩვენი ხელისუფლების საქმე. თუ დავაკვირდებით ამერიკელი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებებისა და ანგარიშების დინამიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ, მათი ტონი უფრო მკაცრდება, კონკრეტული შენიშვნები მატულობს. ადრე მხოლოდ ნეგატიური განცხადებები კეთდებოდა და ახლა, ეს შენიშვნები, კონკრეტული მოთხოვნები, კანონპროექტებში აისახება, რაც ძალიან სამწუხაროა. აბსოლუტურად გასაოცარი და ბრიყვული იყო ჩვენი ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფრის მიმართ. თითქოს,  ეს მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენისა  და სენატორის აზრია, დანარჩენები ასე არ ფიქრობენ და ა.შ. საერთოდ, საქართველოზე სულ რამდენიმე კონგრესმენი და სენატორი ფიქრობს.  ერთდროულად 500 სენატორის გაკეთებული განცხადება კონკრეტულ საკითხზე, არ მახსენდება, ასეთი რამ არ ყოფილა. ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი რუქაზეც ვერ იპოვნის საქართველოს და ვისაც აბარია საქართველოს საკითხი, ისინი ლაპარაკობენ, ისინი აყალიბებენ ამერიკის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. მერე დანარჩენი მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. ჯიმ რიშის ეს კანონპროექტი თუ  კანონად იქცევა,  თუ შევა  ჩვენთვის უარყოფითი, საზიანო ცვლილებები ამერიკის 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში, ამით ბევრს ვიზარალებთ.  8 მარტის შეთანხმებაზეც არის ამ დოკუმენტში ლაპარაკი და გიორგი რურუაც ნახსენებია. ხელისუფლებამ რურუას იარაღი კი არ ჩაუდო, თვითონ ჩაიდო რურუა. არაფრისგან თვითონ შეიქმნა პრობლემა. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ლოგიკურია ამერიკამ ფინანსური სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას. თუმცა, ამ შემთხვევაში მისი გარემოცვის წევრები მეორეხარისხოვნები არიან. აქ ერთი კაცის ბედზეა ლაპარაკი, ივანიშვილის ბედზე. დანარჩენები გინდა ყოფილან და გინდა არა. ეს ხალხი საერთოდ ხომ დიდი გაუგებრობაა, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაშია“. ან საიდან მივიდნენ ხელისუფლებაში,  ან სად მიდიან, ან პოლიტიკის რაიმე მაინც გაეგებოდეთ. ბევრს თვითონ უკვირს, როგორ მოხვდნენ პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ–მაღალ პოსტებზე. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილმა ერთ დღეს ყველა რომ გაუშვას, დაწყებული პრემიერ გახარიათი და ოხანაშვილით დამთავრებული, მერე ახალი ხალხი მოიყვანოს ქუჩიდან, რაიმე შეიცვლება? არც არაფერი. ერთი კაცი, ივანიშვილია „ქართული ოცნება“.

– ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებამდე მივა საქმე და თუ ასე მოხდება, რითი დააზარალებს ეს ქვეყანას?

– საქმე აქეთკენ მიდის. ხელისუფლებას დიდი შანსი ჰქონდა, ეს პროცესი გაეჩერებინა დიდი ხნით ადრე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების სამართლიანი შენიშვნები მიეღოთ, გამოესწორებინათ ის შეცდომები, რაზედაც მიუთითებდნენ, ადგენ და მათ სააკაშვილისა და „ნაცების“ მოსყიდულები ეძახეს პარლამენტის დეპუტატებმა, პირად შეურაცხოფაზეც გადავიდნენ და ამით, ამერიკის სენატსა და კონგრესსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, არა მხოლოდ ცალკეულ კანონმდებლებს. პრობლემებს კი არ ასწორებენ, ყველაფერი ძველებურად დატოვეს.  ამის შედეგი ის არის, რომ ყოველდღიურად მძიმდება ამერიკის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესება ნაკლებად მადარდებს, თუმცა ეს დროის საკითხი მგონია, ეს არ ასცდება. მე ის მაფიქრებს, ქვეყნისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს ჩვენს მიმართ ამერიკის დამოკიდებულების შეცვლა. ივანიშვილს დღეს ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა კი არ აქვს, რასაც შიდა პოლიტიკური რისკისა და „ნაციონალების“ სარკეში უყურებს. არა, მას აქვს კეთილდღეობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების პრობლემა. ამაზე იფიქროს, მისთვის უმჯობესია.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №22

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    biblical shenro cagekitxa bidzinisti ar iqnebodi pitalo

  2. ანონიმური

    rogor dagalet xalxi tqve umsavseebo

    1. ნათელა

      ხალხი არ დაღლილია, ხალხი გაოცებულია:
      ირაკლი ოქრუაშვილის, გუბაზ სანიკიძის, გია ხუხაშვილის, ნიკა გვარამიას, გიორგი ვაშაძის, ნიკანორ მელიას და თაკო ჩარკვიანისნაირები რომ მოძღვრავენ მათ.

  3. ანონიმური

    salutary qvekanas talaxs esprit bidzinistobit cafi vitom qvelmoqmedi mixede dampalo urapatrioto qvekana ro dardobde bidzinas ar sheaqebfi

  4. ანონიმური

    Amarika ki ara gavno ruseti daishleba, rusuli ylit motynulo egre weria bibliashi ruseti unda ganadgurdes41%%%🇷🇺💩🐷

  5. ანონიმური

    ივანიშვილს ყველაფერი ნაფიქრი აქვს, შენ იყავი კარგად

    1. ანონიმური

      ki rogor gaaqros saqartvelo

  6. ანონიმური

    ვითომ ძალიან შესტკივა გული ამ ჩემისას ივანიშვილზე

  7. ანონიმური

    ki tavis sasargeblod nafiqri aqvs mag nazirlebi

  8. გიგა

    ექსპერტი არა სირი

    1. ანონიმური

      giga sajutar saxels nu idzaxi sxvas gia gkavs abashidze kargi experi kii

  9. ანონიმური

    ai meotxe datiko

  10. ანონიმური

    vinc shegaginebs erti daceret rashi 5kuis gexvecebit

  11. ანონიმური

    ხუხაშვილო, კორუმპირებულო მოღალატე.შენ თავს მიხედე შე ბოღმა.ყველფრის გაკონტროლება და გულაობა რომ გინდოდა იმიტომ მოგიშორა ბიძინამ.პატარკაციშვილის მოშერობაშიც შენი ხელი ურევია, შე არაკაცო.

  12. ანონიმური

    მართალს ამბობს ეს კაცი.მარა ივანიშვილი რა შუაშია?ქვეყანას ხომ ყავს პრემიერი?და თუ ყავს იმან უნდა იფიქროს?თორემ ?თორემ?

  13. ანონიმური

    ხუხაშვილო შენზე მეტი ჭკუა აქვს ბიძინას,მამაშვილური დარიგეგები არგინდა რა ,

  14. ანონიმური

    ყველაფერი ივანიშვილია და იმიტომ ამბობს

  15. ანონიმური

    ივანიშვილის სექტა უნდა დამთავრდეს მალე.

  16. ანონიმური

    ორფეხა კორონებო რას ითხოვთსაცოდავი ხალხისგან რატომ ჩარტერული რეისი და რატომ ჩვეულებრივი რეისი არა მაგით გინდათ ეკონომიკა ასწიოთ ხალხმა არ იცის რა არის ჩარტერული რესი მანდედან რომ ხსნით საბერძნეთის გზას რატომ აქედან არ ხსნით თქვენ გაგამწაროთ ღმერთმა როგორც ამწარებთ ხალხს იმაზე უარესად ორფეხა კორონებო თქვენ გვხოცავთხალხს გახსენი საბერძნეთიდან საქართველოს გზა ხალხს ბილეთები უუქმდებათ ბატონო ივანიშვილო გახსენითტურქეთის საზღვარი ავტობუსებიხალხმა იმოძრაოს რასგვერჩპით საშუალებად არ გვაზლევთტავი ვირჩინოთ ჩვენი თქვენ საფლავს არ ამოვავსებთ თქვენი გელოდებად გულთაბ მიიტანეთ ხალხის უბედურება ნუ გვჩაგრავთ უმოწყალოდ ტორემ ღმერთი არ გაპატიებთ

  17. ანონიმური

    ამერიკას რატო უნდა ეკითხებოდეს საქართველოში გაწვიმდება,გათოვდება თუ გამოიდარებს,რაც მაგათ ეკითხებიან ეს 30 წელია,ქე ხედავთ რაც გვჭირს,სადაცაა გაგვაქრობენ და ამაში ჩვენი მთავრობები უწყობს ხელს ფულის სანაცვლოდ,ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ქვეყანა?

  18. ანონიმური

    გადაშენდეს შენნაირი პოლიტოლოგობა

  19. ანონიმური

    ღმერთა გაახაროს ივანიშვილი ყველა თქვენი ბოღმიანის ჯინაზე

  20. ანონიმური

    რა შეეცით ბიჭო ამ ივანიშვილს კარგის მეტი ხო არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყანაში რა დაუნახავებიხართ ტო

  21. ანონიმური

    მოდი შენ ეგ შენი გამხმარი ტრაკი ერთ ადგილას დააყენე

  22. გიორგი

    მოდი იდი ნახვი ქენი რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.