“ივანიშვილს 600 ლარის ზარალი მიაყენა” – პროკურატურა 1 წლიან პატიმრობას ითხოვს – ბაგრატიონის საქმე

რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განახლდა სხდომები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება სხვისი ნივთის, კონკრეტულად კი, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სათვალთვალო გარე კამერის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რითაც ბიძინა ივანიშვილს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი – 600 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომებზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ საქმე არის გაყალბებული, რის დამამტკიცებელი ვიდეომასალაც დაცვის მხარემ 30 ივლისის სხდომაზე წარადგინა. დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს, დაერთვება თუ არა ეს ვიდეოები ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმეს. 

„ეს არის მაგალითი, თუ ადამიანები, ოპოზიციონერები საპყრობილეში, როგორ არიან პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან, როგორ არიან სასამართლოებში საქმეები აღძრული“, – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი.

  •  
  •  

კომენტარი

  1. საკუთარი აზრი

    ვაი თქვენ ივანიშვილის ლაქიებო ივანიშვილის მონებო გაგსტყვნიათ პატრონი

    1. ანონიმური

      gaixareeeeeeeeeeeeeee

  2. ანონიმური

    „ეს არის მაგალითი, თუ ადამიანები, ოპოზიციონერები საპყრობილეში, როგორ არიან პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან, როგორ არიან სასამართლოებში საქმეები აღძრული“ — ქართულში რა გყავდა შე უდღეურო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.