ივანიშვილის ჯანმრთელობას უფრო წინ აყენებენ, ვიდრე სხვა მოქალაქეებისას — ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას შესაფებისთ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ყუთისთვის დეზინფექციის ჩატარება მოსახლეობის მიმართ არის “სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება”.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ იმ სისტემისთვის, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ინტერესებს ფასი არ აქვს.

“ეს არის გამოვლინება ყველაზე უფრო სამარცხვინო, შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისათვის, უპატივცემულო ყველა მოქალაქის მიმართ, ამ დამოკიდებულების, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც კანონზე მაღლა დგას და რომლის ჯანმრთელობასაც აყენებენ უფრო წინ, ვიდრე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას, უფლებებსა და ინტერესს”, — განაცხადა ბოკერიამ.

უბანზე, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა, მის მისვლამდე ორი კაბინა მისივე დაცვის წევრმა სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდა. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, თამარ ხუხია On.ge-სთან განმარტავს, ეს ცალსახად დარღვევა იყო. თუმცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ კანონი არ დარღვეულა. მისი თქმით, მსგავსი აკრძალვა კოდექსში არ წერია.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების დღეს უბანზე არაუფლებამოსილი პირის შესვლა არ შეიძლება. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი აზუსტებს, ვის აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება და მათ შორის, პირადი დაცვა არ არის.

On.ge-სთან საუბრისას საიას ანალიტიკოსი თამარ ხუხია აცხადებს, რომ კაბინაში დაცვის შეშვება დარღვევაა და განმარტავს, რომ ამისთვის არსებობს უფლებამოსილი პირი, რომელიც კაბინებს სველი წესით ალაგებს. კერძოდ, მისი თქმით, COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე უბანზე ყოფნის უფლება დამლაგებელსაც მიეცა, რომელიც სველი წესით ამუშავებს ზედაპირებს.

  •  
  •  

12 Comments

  1. ბათუმელი 1

    თქვენ რომ ხალხი გარეთ გამოგყავთ 50 ლარის სანაცვლოდ ისინი ხალხი არ არიან? რატომ არ ფიქრობთ მათ ჯანმრთელობაზე? თუ თქვენ დაიცავთ მათ და უმკურნალებთ რამე რომ დაემართოთ? კაი შედარება კი გააკეთე რა ბოკერიავ,ვერა ხარ შენს ჭკუაზე რა. თავშეყრები,მიტინგები ეს საფრთხეს არ შეიცავს? საარჩევნო უბანზე შეიძლება მოსყიდულმა პროვოკატორმა რაღაცა დაასხას და ამით ივანიშვილს ან მისი ოჯახის წევრს უმუხთლოს,გიკვირთ რომ გაწმინდეს? ჩემი და სხვების ინტერესი არავის ააქვს დაგვიზიანონ ჯანმრთელობა და ამოტომაც მოიქცნენ ასე,ეს ჩემი აზრია.

  2. ლაშა

    როგორ გეტყობა მზად ხარ ივანიშვილს მკერდით გადაგეფარო და მისთვის განკუთვნილი ტყვია შენ თავზე მიიღო. ნამდვილად მშურს, როგორ შეიძლება ორი წიგნის წაუკითხავს ასეთი თავგანწირული დამცველები ჰყაბდეს, გულწრფელად მშურს ივანიშვილო შენი.

  3. ანონიმური

    მიშა ხო გადაგეფარად ფარად აგვისტოს ომში გორიდან ფორთხვით რომ გამორბოდა და დანაჩანგლით დაიცავით თავიო

  4. ანონიმური

    მიშას კბენას ბიძინას უკბინეთ ეგებ გაიყვიძოს და ნახოს რა ხდება ქვეყანაში….

  5. ირაკლი

    საკვირველია! სასსცილოს სატირალი რომ არ იყოს! სახელმწიფოს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ აქვს უფლენა დაცვს ყავდეს?! აქვს რა თქმა უნდა! ჰოდა დაცვას აქვს უფლება სახელმწიფოს მმართველი პარტიის პირველი პირი დაიცვას ყველა თვალსაზრისით, ისიც ასეთ მტრულ გარემოში, რათა თავიდან ავიცილოდ გართულებები – მოწამვლა, მკვლელობა, სხვადასხვა სახის ტერორისტული აქტი, დაცვა მართალია!

  6. ანონიმური

    გთხოვ გამანათლო რომელია ხალხის მოყვარული …ბოკერია და მისნაირები რომლებმაც ეპიდემიის დროს აქციები მართა თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როცა კანონდარღვევით დაცვა შეუშვა ყუთის დეზინფექციისთვის

  7. ანონიმური

    ბიძინა მთელ საქართველოს სჯობია- არცერთს არ უშოვნია მაგდენი ფულიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
    და სწორედ ეგ განსაზღვრავს საქართველოში ყველაფერს!
    გაუმარჯოს ფულს და დანარჩენის დედასაც შევეცი, გარდა თავისუფლებისა და ჯანმრთელობის!

    1. ესეც ესე

      ხოოდა ანონიმურო 03:04 შენს დედასაც შევეცი და ივანიშვილის ოჯახსაც!

  8. ანონიმური

    BIDZOS ETOLEBI UCHKUO XAR.

  9. ანონიმური

    შენც შეგეძლო სპირტით მისულიყავი და გაგეწმინდა

  10. ანონიმური


    ღარ იციან უკვე რა სისულელე მოიფიქრონ ამათ

  11. პატრიოტი

    ბოკერიას, ალბათ უნდა თქვას,ჩვენ რომ დავბრუნდებით,თავს კანონზე მაღლა არ დავაყენებთო.გჯერათ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.