“ივანიშვილის პლაკატი ბარემ საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ” – თეონა ჭალიძე “ოცნების” დარღვევებზე

ისანში, მოსკოვის გამზირის 23 ნომერში არსებულ 29-ე საარჩევნო უბანზე “ქართულმა ოცნებამ” მისი მაჟორიტარის პლაკატი ზედ საარჩევნო უბანზე გააკრა. ამ ფაქტს ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი და სოციალური მინართულების ხელმძღვანელი. როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია საარჩევნო კოდექსი და ზედ საარჩევნო უბანზე განათავსა პლაკატი.


“ისნის რაიონში 29-ე საარჩევნო უბანთან, ნათლად ვხედავთ თუ როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექს. მათ „ქართული ოცნების“ ბანერი უშუალოდ საარჩევნო უბანზე განათავსეს. ბატონებო, ბარემ ბიძინა ივანიშვილის პლაკატი საარჩევნო უბანზე, შიგნით კაბინებში გამოგეკიდათ. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი და კანონის უხეში დარღვევა. მოვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიისგან რეაგირება მოახდინოს, მიიღოს შესაბამისი ზომები და ეს ბანერი სასწრაფოდ იქნას ჩამოხსნილი 29-ე საარჩევნო უბნის ფასადიდან. უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მინიმუმ 25 მეტრი უნდა იყოს დაშორება სააგიტაციო მასალის გამოსაკრავად მანძილი, შესაბამისად აქ 8 მეტრიც კი არ არის დაცული და პირდაპირ საარჩევნო უბაზნეა ეს ბანერი განთავსებული, რომელიც არის კანონის უხეში დარღვევა“ – თეონა ჭალიძე

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    იქნებ ამიხსნას ვინმემ,რა მიზანს ემსახურება პლაკატებით მთელი ქალაქის აჭრელება.სიფათით რომ ვიცნოდ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.