“ჰომოფობია და აგრესიული – ის შეცდომაა ამ პარლამენტში”

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა:

„სოფო კილაძე, რომელიც არის ჰომოფობი, გამოირჩევა პარლამენტში აგრესიულობით, არასდროს იცავდა ადამიანის უფლებას, შეუძლებელია, ეს ადამიანი იყოს გაერო-ს კომიტეტის წევრი. მისი გამოსარჩლება არ იყო სწორი და ჩვენ ვეთანხმებით არასამთავრობო სექტორის ამ პოზიციას. საკმარისი იყო სამი დღის წინანდელი ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომა ენახა ვინმეს, გადაეთარგმნათ ყველასთვის, ელჩი იქნებოდა თუ სხვა, იქ გამოჩნდებოდა სოფო კილაძის პორტრეტი მთელი თავისი მშვენიერებით, როცა განიხილებოდა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში.

ეს ერთი სხდომა საკმარისი იყო შეგექმნათ წარმოდგენა, ვის უპირებს საქართველო გაერო-ში წარდგენას. რაც შეეხება მის განცხადებას შეთანხმებასთან დაკავშირებით, ის აცდენილი იყო აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის განცხადებებს, ვინაიდან არ იყო სრულად შესრულებული შეთანხმება. უცნაური იყო ელჩის გამოსარჩლება და მისი გულმხურვალე დაცვა ქალბატონო სოფოსი, ამ მხრივ გვაქვს ჩვენ შენიშვნები, ხოლო სხვა პარტიები რას ამბობენ, ეს არის მათი საქმე, თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიზიარებთ იმ პათოსს, რომ „ელჩი არაკომპენტენტურია და გამოწვეულ იქნას“. ჩვენი შენიშვნა რბილი ფორმით იყო გამოთქმული, ჩემს მიერ ორჯერ და ახლა მესამედ.

სოფო კილაძის დაცვა არის სერიოზული შეცდომა, ვინაიდან თავად სოფო კილაძე ბრძანდება შეცდომა ამ პარლამენტში. ის შეიძლება იყოს სხვაგან და შეიძლება კარგი სპეციალისტი იყოს სხვაგან, მაგრამ შეცდომაა კილაძის პარლამენტში მუშაობა ადამიანის უფლებების დამცველად, როცა მას სძულს უმცირესობები, არის მხოლოდ პარტიული მითითებების შემსრულებელი და ერთგული თავისი დრომოჭმული იდეების“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ამ სოფიოს რომ ვუყურებ, მაუზერიანი და ტყავის ქურთუკიანი კომსომოლეცი მახსენდება რატომღაც:-)

    1. ანონიმური

      გავყიდი დედას გავყიდი მამას თუკი პარტია მიბრძანევს ამას ასეტი ტიპშაა

  2. ანონიმური

    აუ რომანიკომაც მიირტყა კუტუ?! 🤣🐓 იცავს ელჭიპიტი აქტივისტებს 🤣🤣🐓

  3. ანონიმური

    ერთი რუსული ფილმია. ქალს თავდავიწყებით უყვარს კაცი, რას არ აკეთების მის გამო.—– გასაბჭოების პერიოდია!!! ერთ დღეს იგებს, რომ კაცი თეთრგვარდიელია და იქვე, იმავეწუთში დახვრეტს!!! იმ ქალს სოფო კილაძე ერქვა!!!

  4. ანონიმური

    წადი პენსიაზე კუპონნ წადიიიიიიი

  5. ანონიმური

    ესეთი შტერების ადგილი არპლამენტში არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.