“იგივე პოზიციაზე ვარ – ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს, რომ კარგად იყო” – რევაზ არველაძე

გუშინ მე ეს განცხადება გავაკეთე იმიტომ, რომ ჟურნალისტი, რომელიც შემომყვა, თავიდან მომეცილებინა, მაგრამ რაც ვთქვი, იგივე პოზიციაზე ვარ“,- ამის შესახებ დეპუტატმა რევაზ არველაძემ განაცხადა.

იქ მე ტყუილი არაფერი მითქვამს. ამისთვის გამოყოფილია ფონდები, არის გამოყოფილი 70 მილიონი ლარი, ეს უშუალოდ, გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეძლევა. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით სიღარიბის. აქედან გამოწვეულია ასეთი ბავშვებისთვის განათლების პრობლემები, სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური პრობლემები. მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას თავი შეაცოდო, არ არის სწორი, მე ეს ვთქვი.

ისიც ვთქვი, რომ ეს მძიმე სიტუაციაა, ყველაზე დიდი ბრალი ოპოზიციისაა. ოპოზიცია არის ისე სარკეში, რომ ჩაიხედავ და შენს ნაკლოვანებებს დაინახავ. ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს იმაში, რომ კარგად იყო.

ოპოზიციის ბრალი ის არის, რომ 2012-13 წლიდან მუდმივად ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების ჩათვლით, გინდა ევროპარლამენტის ჩათვლით, საქართველოს მთავრობას ალანძღვინებენ, რომ რუსეთის დასმულია, ამიტომ მათ ნდობა არ შეიძლება“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ოპოზიციის გარდა ეგენი ყველაფერი არიან რა

  2. ანონიმური

    arafris maqnisebi arian opoziciashi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.