იაპონიაში, პანდემიის დასასრულებლად, ყინულიან წყალში ილოცეს

იაპონიაში შინტოს ყოველწლიური, ტრადიციული რიტუალი ჩატარდა, რომლის დროსაც, ტრადიციულ შესამოსელში გამოწყობილმა კაცებმა, ყინულიან წყალში, კორონავირუსის პანდემიის დასასრულებლად, ილოცეს და იგალობეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პანდემიის გამო, რიტუალში მხოლოდ 12 ადამიანი ჩაერთო. გასულ წელს, მლოცველთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა.

„ვლოცულობდი, რომ კორონავირუსი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“ – თქვა რიტუალის დასრულების შემდეგ მლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

რიტუალში 9 კაცი და 3 ქალი მონაწილეობდა.

შინტოიზმი, იგივე შინტო (神道 Shintō) უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტი შინტოს ტაძარია. სანამ სულების თაყვანსაცემად ტაძარში შევლენ, მორწმუნეები თითებს ისველებენ და პირს ირეცხავენ. შინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.