“იანვრის ბოლოს, ინფიცირების მაჩვენებელი დღევანდელზე ორჯერ და უფრო მეტად ნაკლები იქნება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში, დაწესება ერთია და მისი აღსრულება – მეორე. თუ ჩვენ ერთად: სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და ძალიან დიდი სოლიდარობა იყო, მივაღწევთ შედეგს.

ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ, დიდი ალბათობით, უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელია. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი.

მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. მილიონ მოსახლეზე, ყოველდღიური ზღვარი 8-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები”

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    წადი შენი და შენი მაჩვენებელიც…

  2. ანონიმური

    მადლობა თქვენ დაუღალავი მუშაობისთვის

  3. ანონიმური

    ამის დიდი იმედი მაქვს მე პირადად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.