იანვრის ბოლოდან მოიხსნება კომენდანტის საათი, გაიხსნება ბაზრობები… – რა რეგულაციების მოხსნას გეგმავს ხელისუფლება

იანვრის ბოლოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების მოხსნას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გარკვეული რეგულაციების დაცვით, იანვრიდან გაიხსნება რესტორნები და კაფე-ბარები. ასევე, მუშაობას განაახლებენ ბაზრობები, მოიხსნება კომენდანტის საათიც. ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვა ტრანსპორტზე. შემსუბუქდება ქორწილებსა და ქელეხებზე დაწესებული შეზღუდვები.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ  „პრაიმტაიმთან“  საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.

მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნა პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას არ ეხება.

„იანვრის ბოლოდან მოლები, ბაზრობები, მაღაზიები გაიხსნება. რამდენადაც ვიცი, კომენდანტის საათიც მოიხსნება. რაც შეეხება ტრანსპორტს, იგეგმება მისი რეგულარული ამუშავება, ტრანსპორტში იქნება “რეგულატორი”, რომელიც მგზავრთა რაოდენობას გააკონტროლებს, რათა ტრანსპორტი გადავსებული არ იყოს. რას გულისხმობს ტრასპორტის ეტაპობრივი ამუშავება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს.

პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას რესტორნები, კაფეები და ბარები, თუმცა იქნება დაცული დისტანცია და შეიზღუდება იქ მიმსვლელთა რაოდენობა. მკაცრად იქნება მოთხოვნილი ადამიანებისგან პირბადის ტარება, დისტანციისა და დეზინფექციის დაცვა.

ქორწილებსა და ქელეხებს რაც შეეხება, შესაძლოა, ამ შეზღუდვის შემსუბუქებაც მოხდეს.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    მისასალმებელია ეს გადაწყვეიტილება

  2. ანონიმური

    ყველამ მკაცრად უნდა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.