“იანდექსის” ტაქსი ამოყირავდა – “მძღოლი ნარკოტიკული თრობის ქვეშ” და დაშავებული მგზავრები

Facebook–ზე “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ერთ–ერთი წევრი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე წერს.
როგორც პოსტშია ნათქვამი, ტაქსის მძღოლი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა და მგზავრები დააზიანა, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა:
“გუშინ საღამოს, ჩემმა დედამთილმა და მისმა დაქალმა სამსახურიდან სახლში წამოსვლა გადაწყვიტეს Yandex Taxi-თ.
შეგნებულად არ ვფარავ ფოტოზე მძღოლის სახელს, გვარს და ავტომობილის ნომერს.
უკან დასხდნენ და მძღოლის თვალიერება არ დაუწყია არც ერთს, რომ რაიმე საეჭვო შეენიშნათ, თითქმის სახლამდე მოყვანილი ხალხი, თბილისი მოლთან, ამოაყირავა მძღოლმა, როგორც გაირკვა იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ (ე.წ. პლანი) და დაეძინა გზაში. შემთხვევიდან დაახლოებით 150-200 მეტრში არის მტკვარი და მადლობა ღმერთს რომ ახლოს არ იყვნენ.
კიდევ კარგი, რომ ცარიელი იყო გზაც. გადაიყვანეს საავადმყოფოში და მხოლოდ მსუბუქი მოტეხილობებით დასრულდა ეს ამბავი.
#yandex-ისგან რეაქცია არ გაინტერესებთ?
აბსოლიტური ზერო.
სასოწარკვეთილი კი იმაზე ვარ რომ, მძღოლები არიან გასაფილტრი, წარმოგიდგენიათ ერთმა ვიღაცამ რა შეიძლება გამოიწვიოს და რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ?!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    უნდა გამოიძახოთ კომფორტ კატეგორია გაიგეეეთ.ეკონომ პაკეტებით დადიან ისინი ვინც სხვის მანქანებზე ზიან და ფეხებზე კიდიათ მანქანაც და მგზავრიც.1 ლარია სხვაობა ხალხო და არ გირჩევნიათ ამ სიცხეში კომფორტულად მგზავრობა?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.