“იაგო ბრეგვაძემ დღეს თქვა სიმართლე” – რა თქვა ე.წ. “ოქროს მოწმემ” პროცესზე?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის დაკითხვა დასრულებულია – ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე, დაკითხვის დეტალებზე, ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ მან ყველaფერი სასამართლო პროცესზე აღწერა, ბრალდებულების უფლებადამცველები, ე.წ ოქროს მოწმეს, სიცრუეში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იაკობ ბრაგვაძემ გამოძიების პროცესში ჩვენება 5 ჯერ შეცვალა. 

ამჯერად იაკობ ბრეგვაძემ სხდომაზე თქვა, რომ შენობიდან, სადაც ღამით იმალებოდა ბევრი არაფერი დაუნახავს, ის ხედავდა მხოლოდ მოქმედებებს, ავტომობილების გადაადგილებას და შეუძლია ტანისამოსით იმ ადამაინების აღწერა, რომლებიც გადაადგილდებოდნენ არაგვის ხიდის მიმდებარედ და შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ 5 პირს დაუპირისპირდნენ.

“კონკრეტული პირების ამოცნობას ადგილი არ ჰქონია, მან იცის მხოლოდ იმ ადამიანების ჩაცმულობა და აღნაგობა, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ხოლო ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ მოქმედებებს იცის მხოლოდ აღნაგობა, მაგარამ კონკრეტულად სახელები და გვარები ეს მან არ იცის”, – თქვა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.  

ბრალდებულების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს იყო ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როცა იაკობ ბრეგვაძემ თქვა სიმართლე და დაადასტურა, რომ ბევრი არაფერი დაუნახავს.

“ბრეგვაძემ ერთადერთხელ დღეს თქვა სიმართლე, მან განაცხადა ის, რაც იყო ფაქტი, რომ მას არაფერი დაუნახავს, ვინ, რამდენი გადმოვიდა მანქანიდან, რა განახორციელეს, არავის ამოცნობა და ხელის დადება არ შეუძლია”, – ამბობს ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე.

დღესვე მხარეთა შეკითხვებს უპასუხა ექპსერტმა, მომდევნო სხდომა შაქარაშვილის საქმეზე 21 იანვარს ჩაინიშნა.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ეს პატარა კაცუნა/ კაცობის რა ეტყობა/, ყველაზე დიდი დამნაშავეა, ადამიანს უღალატო გაჭირვების დროს, ეს ხომ დანაშაულზე მეტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.