“თქვენ ქრისტეს გზას გადაუხვიეთ და მწარედ დაისჯებით!” – ვის მიმართავს ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:

“რა საჭიროა დაავადებულების გვარების და სახელების საჯაროდ გამოფენა????ფაშიზმის გზით რომ მიდიხართ ვერ ატყობთ?

ახლა მჯერა, რომ 1937 წლის სისხლიანი “რეფორმა” საქართველოში ყველაზე “წარმატებით” მიმდინარეობდა!

ჩვენ ვყოფილვართ დასმენის და მხილების ღმერთები, აკი მიშას “ნულოვანი ტოლერანტობაც” ზუსტად “ჩაშვების ინსტიტუტზე” დაყრდნობით სრული გეზით შესრულდა!

სირცხვილია ასე გაპირუტყვება!!!! არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი და ავადმყოფის პერსონალური ინფორმაციის გაუთქმელობა!!!

დაწერეთ მაშინ ყველაზე: იმას კიბო აქვს ბოლო სტადია და მოკვდება 2 კვირაში, ამას დიაბეტი და მალე ფეხს მოაჭრიან, აგერ ცერებრალურ პარალიჩიანი დღე-დღეზე დაგვტოვებს, ის ინსულტიანი ” ვეღარ გამოძვრება”

თქვენ ქრისტეს გზას გადაუხვიეთ და მწარედ დაისჯებით!

კოსმოსი ბუმერანგია…

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    იმიტომ რომ, ეს “ციკლოპი” ვირუსი კარგად” გააპიარონ”

  2. ანონიმური

    ქრისტე თუ კოსმოსი???

  3. ანონიმური

    როგორ ხდება, რომ ბოზების და ქურდების მაშველი რგოლი ქრისტიანობა ხდება? სიტყვით და შინაარსით!

  4. ანონიმური

    ხალხო რა დღეში ხართ როგორ არ გრცხვენიათ ჳაი საქართჳელო სატანებმა რა დღეში ჩაგაგდეს

  5. ანონიმური

    უფალი გვისველის ჩვენ რარიბი ხალხივართ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.