“თქვენი მიდგომა გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოში” – ფადი ასლის ღია წერილი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი, სოციალურ ქსელში ევროკავშირისა და აშშ–ის ელჩების მიმართ ღია წერილს ავრცელებს:

“ღია წერილი მისაღმატებულება კარლ ჰარცელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და მისაღმატებულება კელი დეგნანს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

თქვენო აღმატებულება,

მე დღეს მოგმართავთ როგორც ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც სწამს დასავლური დემოკრატიული ღირებულებების.

საქართველოში ბიზნესის სფეროში ჩემი 24 წლიანი აქტიური მოღვაწეობისას, გავხდი თანადამფუძნებელი ამერიკის სავაჭრო პალატისა, სადაც პატივი მქონდა 9 წლიანი თავმჯდომარეობისა, ხოლო შემდეგ დავაფუძნე საერთაშორისო სავაჭრო პალატა, სადაც ასევე მაქვს პატივი 13 წლიანი თავმჯდომარეობისა დაფუძნების დღიდან დღემდე.

მთელი ამ წლების მანძილზე ვებრძოდი კორუფციას, თაღლითობასა და ნეპოტიზმს და მივილტვოდი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, პატიოსნებისა და ეთიკის პრინციპებისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებისაკენ, რომელსაც ევროკავშირი და აშშ იცავს.

წლების მანძილზე ჩემს პირად უსაფრთხოებასა და ფინანსურ ინტერესებს სისტემატურად ვაგდებდი საფრთხეში და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიბრძოდი ამ ღირებულებებისათვის.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყველა შესაძლო გზით გაყალბდა, ადმინისტრაციული რესურსით, ამომრჩეველთა დაშინებით, მათი მოსყიდვით, ბიულეტენების ჩაყრით, არასასურველი ბიულეტენების გაყალბებით, ე.წ „კარუსელით“, ბიულეტენების გაყალბებით და ა.შ

გაყალბების ეს მასშტაბი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მსგავსი არავის უნახავს, აისახა იმაში, რომ ქართული ოცნების პარტიამ უკანონოდ მიიტაცა საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ როდესაც ხელისუფლების ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის და ქვეყანა ბოლო 8 წლის განმავლობაში 90-იან წლებს დაუბრუნდა.

ამ მასშტაბური გაყალბებისა და არჩევნების შედეგების შეცვლის გამო მთავრობის დადანაშაულების ნაცვლად, შევამჩნიეთ, რომ ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც ზეწოლას ახდენენ ოპოზიციაზე აღიარონ გაყალბებული არჩევნები პარლამენტში შესვლით, როგორც იმპოტენტური უმცირესობა.

რომელ ინსტიტუტებზე საუბრობთ? მთავრობასა და პარლამენტზე, თუ ხელისუფლებაზე, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა, კაცმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური როლი არ გააჩნია ქვეყნის მართვაში? თუ იმ დისფუნქციურ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ბრმად მიჰყვება ბ-ნ ივანიშვილის ბრძანებებს?

ოპოზიციაზე ზეწოლით, შევიდნენ პარლამენტში, ევროკავშირიცა და აშშ ადმინისტრაციაც დემოკრატიას, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, პატიოსნებასა და ეთიკას ეწინააღმდეგებიან; მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა იმ ღირებულებებს, რომელსაც დასავლეთი ბოლო 30 წელია საქართველოს უქადაგებს.

ეჭვგარეშეა, რომ თქვენ კარგი განზრახვა გაქვთ და მაქსიმუმს ცდილობთ ქვეყანაში დაძაბულობა შეამციროთ, თუმცა სინამდვილეში თქვენ მსხვერპლზე ახდენთ ზეწოლას და ახდენთ აგრესორის წახალისებას, გააყალბოს ყოველი მომდევნო არჩევნები და დარწმუნებულნიც არიან, რომ როცა კი მოესურვებათ მაშინ გააყალბებენ ევროკავშირისა და აშშ ადმინისტრაციის დაკვირვების ქვეშაც კი.

ოპოზიციაზე ზეწოლა შევიდეს პარლამენტში, მაშინ როდესაც მათი ხმები მოიპარეს, არა მხოლოდ საშინელი უსამართლობაა, არამედ ეს იმედს გაუცრუებს მათ მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ და ხელს შეუწყობს ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებას. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი მიდგომა დაძაბულობის განსამუხტად, უნებურად გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაიცვათ თქვენივე დემოკრატიული ღირებულებები და სამართლიანობის პრინციპები და მოახდინოთ ზეწოლა არა თაღლითობის მსხვერპლზე, არამედ თაღლითებზე.

პატივისცემით

ფადი ოსკარ ასლი

23 ნოემბერი, 2020

  •  
  •  

13 Comments

  1. ანონიმური

    BRAVO!!!

  2. ანონიმური

    მაგათთვის საქართველო სამსახური და ხელფასია)))))

  3. ანონიმური

    ეს ხომ, თავიდანვე ყლე იყო?!

  4. წა(დ)ით ახლა და იყაყანეთ!

    აბა რა ძალიან კარგია,ასე უნდა ამ ყანა დაუნ ქართველებს როცა დამოუკიდებელი და პოლიტიკა რომ არ გექნება, ტვინის მაგიერ; ხაშლამებით,ხინკლებით, მწვადებით… თავი რომ ექნება გამოტენილი!… ძირს დამოუკიდებელი(დამოკიდებული კოლონია) საქართველო. თუ რუსეთი ვერ დაშალეს მაშინ, გაუმარჯოს რუსეთის გუბერნიათ გადაქცევას; თუ დაშალეს მაშინ გაუმარჯოს, დიდი ხაზარიის შემადგენლობაში გაერთიანებას გოებათ(მონებათ); ან საქართველოს გაქრობას და დიდი არმენიათ გადაქცევას. ასე იცის 30წელიანმა: არჩევნებობიას, პოლიტიკოსობიას, პოლიციელობიას, ანალიტიკოსობიას,ექპერტობიას(ბაიდენმა გაიმარჯვაო…მდააა) ყაჩაღობიას, მღვდელობიას, ექიმობიას….”ბავშვური” თამაშები. ამიტომაც სულ ვართ ისე როგორც, ძაღლის ლეკვი წრეზე რომ დასდევს და კბენს თავის კუდს.

    1. P.S.

      “გლახაკს რათ უნდა ბოსტანი გადმოაბრუნე და მოსტ@ანი.

  5. ტრამპი

    პადი ოსკარ ასლი დაგაჯვიტ ტავზე საკარტველოს მოკალაკეებმა,ტავს რომ კარტველად ასაგებ.საკასჰვილის მონავ.

  6. ანონიმური

    უკვე ეს დედამოტყნული ნაცები აშშ-ს აკრიტიკებენ ეს დედით ყლეები, ცოტახანში ვალოდია პუტინს მიმართავენ დასახმარებლად, ნაცები რამ დაგაყლევათ თქვე დედამოტყნულებო, ყველა ოპოზიცია მიშას ყავს წაკიუზული და უბაგუნებს პროჭში,

  7. ანონიმური

    ფადი ასლი მიშა დიდი ხანია აღარ გიტყნავს ცოლსსსს

  8. ანონიმური

    ეს ყლე ვინაა, ვინ მიგდია. ეს სირი ებრძოდა კორუფციას ეს ქრთამის მამა?

  9. 123

    ფადი ასლიმ რაც არ უნდა წეროს და პეტიციები აგზავნოს, მისი პიროვნება და საქმიანობაა საკითხავი.

  10. ანონიმური

    საღოლ ფადი! ძლივს ერთმა კაცმა ამოიღო ხმა

  11. ტურისტი

    შენთვის ჯერ არ უთქვამთ იდი ნახუი.ფადი ხარ სირიკო

  12. ანონიმური

    ეს ვინ ჩემი ყლეა ერთ ვინ მისცა ამდენის უფლება ჩვენს ქვეყანაში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.