“თუ სირცხვილის კორიდორები მოაწყვე, თმები დაიხიე და კანი შემოიპორჭყნე…” – რას წერს ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“არ ვმონაწილეობთ მეორე ტურებში” – მესმის როგორც გაყალბებული არჩევნების სამართლიანი ბოიკოტი და იგნორირება.

თუ ახლა სირცხვილის კორიდორები მოაწყვე, ანტიაგიტაციას გადაყევი, თმები დაიხიე და კანი შემოიპორჭყნე, – ეგ მონაწილეობაა, იგნორირება კი არა.

ჩემი მოკრძალებული აზრისთვის ბოდიში, მაგრამ შთაბეჭდილებას გიზიარებთ.”

  •  
  •  

5 Comments

  1. ანონიმური

    რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილის პოლიტიკური ანალიზი ფეისბუქში:

    “2003 და 2020 ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

    2002 წ. თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირმა ბარიერიც კი ვერ გადალახა.

    ნაცმოძრაობის ბლოკის პოპულარული ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მე კი – მაშინ რეაპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ერთიანი ფრაქციის თავმჯდომარე.

    შევარდნაძე/აბაშიძის ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგეები ჩოლოქს გაღმა/ გამოღმა სწორედ ჩვენ ვიყავით პარტიულადაც და პიროვნულადაც.

    მეორე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერები – ნინო ბურჯანაძე და
    ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტში მთავარი ფიგურა, ექს/ თავმჯდომარე იყვნენ.

    ანუ, 2003 წ. 2 ნოემბრის არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერები იყვნენ სახელისუფლებო პოზიციებზე მყოფი ადამიანები.

    ოპოზიციური ლეიბორისტები ძალიან ძლიერი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე პარტია იყო.

    შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირს მაშინდელმა ცესკომ გაყალბებული არჩევნებით გამოუწერა 21 პროცენტი, მეტი ვერა. თბილისში მოქკავშირი იყო სრულად განადგურებული.

    ძალოვანი სტრუქტურები იყო სუსტი და დემორალიზებული.

    თბილისი იყო ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციური, სადაც დომინირებდა სწორედ ჩვენი ბლოკი და ჩვენი პარტნიორები.

    დღეს ოპოზიციას არ ჰყავს სახელისუფლებო პოზიციებზე ადამიანები არც პარლამენტში , არც თვითმმართველობაში.

    2020- Ში სახელისუფლებო პარტიამ არჩევნებში აიღო 40 პროცენტის მიდამოებში( თბილისშიც) და ცესკომ გამოუწერა 48 პროცენტი( 2003 – ში 21პროცენტი, იგრძენით განსხვავება).

    2003- Ში ბათუმში და ქობულეთში ოპოზიციური შტაბები, კანდიდატები და აქტივისტები დაარბია აბაშიძის რეჟიმმა – 150 ათასი ხმა გამოიწერა, ანუ გამოიგონა.
    შევარდნაძის და აბაშიძის პარტიების ხმათა რეალური ჯამი დაახლ. 25-27 პროცენტის მიდამოებში იყო.

    ახლა 40 პროცენტია და პლიუს პატრიოტთა ალიანსის ხმები. აქაც განსხვავება თვალსაჩინოა.

    2003 – ში ხელისუფლება იყო გაცილებით სუსტი, ვიდრე 2020- ში.

    მასშტაბური ქუჩის აქციები 2003- ის ნოემბერში იყო განუზომლად დიდი და მეტი, ვიდრე 2020- ის ნოემბერში.

    2003 -ის 19 ნოემბერს დასავლეთის პოზიცია უკვე იყო მკაფიოდ ანტისახელისუფლებო, განსხვავებით 2020- ის 19 ნოემბრისა.

    2003 წ. 22 ნოემბერს პარლამენტის სხდომის გახსნა ვერ ხერხდებოდა, არც ქვორუმი ჰყოფნიდათ და არც ძალოვან სტრუქტურებს ჩაუკეტავთ პარლამენტის შესასვლელები.

    ახლა სხდომაც შედგება და არც ძალოვნები დაუშვებენ სხდომის ჩაშლას.
    პირველი სხდომის დღეს იქნება განუზომლად ნაკლები მოტივირებული დემონსტრანტი, ვიდრე იყო 2003- ის 22 ნოემბერს.

    არ მეგულება არც ერთი ჭკუათმყოფელი, პასუხისმგებლობიანი, გავლენიანი პოლიტიკოსი, ვინც ამას ვერ ხვდება. მხოლოდ შარშანდელი ტიპის ” პიკეტირებაა” მოსალოდნელი, რეალურად კი ” სირცხვილის დერეფანი”.

    გათვლა “პლან ბი-ზე” – 2021 წ. გაზაფხულზე მასშტაბური აქციების მეᲨვეობიᲗ ხელისუფლების ჩამოშლაზე არის პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი აკვიატება( არ ვიცი, რეალური პოლიტიკური ძალებიდან ვინმეს თუ აწუხებს მსგავსი ილუზიები, ცალკეული ადამიანების მსგავს აზრებს კი წავწყდომივარ) და ეს აკვიატება იქნება უაღრესად დამაზარალებელი ქუᲩაᲨი ᲫალᲗა ბალანსის Შეუფასებლობის გამო.

    გაიხსენეთ აბობოქრებული ოპოზიცია 2007- ის ოქტომბერ/ ნოემბერში, იანვრის რუსთაველისა და იპოდრომის უზარმაზარი( მართლა ასიათასიანი) მიტინგები და შეცდომების კასკადის შედეგად გალეული ” ორპალატიანი” შიმშილობა პარლამენტში და პარლამენტის წინ 2008 წ. მარტში.

    ან კიდევ 2009 წ. ” 9 აპრილი/ 26 მაისის” მასᲨტაბური აქციები – ბლოკირებული პარლამენტი, მᲗავრობა, პრეზიდენტის რეზიდენცია და კარვებᲨი გალეული პროტესტი… ორივეჯერ სახელისუფლებო რეპრესიები მოჰყვა ოპოზიციური პროტესტის მილევას.

    არც მახსენდება ამ საუკუნეᲨი გაყალბების გამო პოსტსაარᲩევნო პროტესტი ქუᲩაᲨი ასეᲗი მოკრᲫალებული და ხანმოკლე, როგორიც 2020- Ში.

    ურთულეს ვითარებაშია ოპოზიცია. მან თან უმრავლესობის მანდატი მიიღო, თან ვერ სარგებლობს ამ მანდატით.

    2020- 2021 წწ- Ში უნდა დავძლიოთ ივანიშვილის რეჟიმი. დასავლეთის მეტი მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ. ჩვენი სტრატეგიული მეგობრები ვერ იგებენ მხოლოდ ბოიკოტს, Შედით პარლამენტᲨი და ინსტიტუტები გამოიყენეთ, ᲨეგეᲨველებითო.

    გაისად Ჩასატარებელ არᲩევნებამდე საარᲩევნო გარემოს არსებითი ცვლილებების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და უამრავი სხვა წინაპირობის გარეᲨე, ოპოზიცია ვერც იფიქრებს ამ გაყალბებულ პარლამენტᲨი Შესვლაზე. არჩევნები ერთ წელიწადში და მისთვის მზადება დასავლეთის მხარდაჭერით მგონია რეალისტური გზა.

    “მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი”. არ იქნება 2003-ის 22 ნოემბერი 2020- ის რომელიმე ნოემბერი (ან დეკემბერი).

    არ შეიძლება ” ერთადერთი და განუმეორებელი”, დაჟანგული ტაქტიკის მძევლად ყოფნა.

    კიდევ ერთი. 2003- ში გამარჯვებული ძალის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ იყო დატვირთული (წარმატებებთან ერთად) მძიმე პოლიტიკური წარსულით და იყო პროტესტის ლიდერი ადგილზე. ახლანდელი წამყვანი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი არც ქვეყანაშია და არც უმრავლესობისთვისაა მისაღები ქვეყნის შიგნით. და არც გარეთ, განსხვავებით 2003 წ. 19 ნოემბრისაგან…

    აღარ გავაგრძელებ… დიდი სხვაობაა მაშინდელ და ახლანდელ 19 ნოემბერს შორის. შესაბამისად, მრავალფეროვნება, ინოვაცია, განსხვავებული პოლიტიკური მენეჯმენტი გვმართებს.”- წერს დავით ბერძენიშვილი.

  2. ანონიმური

    ამირან სალუქვაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

    “ახლა კარგად მომისმინეთ ვაი-პოლიტიკოსებო!

    სირცხვილის დერეფნებს აღარ მოვაწყობთო, გამოაცხადეს. შეიწყალეს ხალხი. მადლობა უნდა გითხრათ მოსახლეობამ?

    ვინც გაემიჯნეთ, უნდა გეთქვათ, რომ გაემიჯნეთ და არა არ ჩაატარებთ.

    ჯერ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, საზოგადოებას რომ იწვევთ და საკუთარ თავს წესზე, ეთიკაზე და კანონზე მაღლა აყენებთ?

    ან ვინ გვესაუბრებით, ვინც სირცხვილის დერეფნებში უნდა ეტარებინეთ ხალხს?!

    ან 5 წუთის წინ გაპოლიტიკოსებული, გაუგებრობაში მოხვედრილები როგორ ბედავთ და ამბობთ, ჩავატარებთ, ან არ ჩავატარებთო?! ვინ ხართ, რას წარმოადგენთ?! ვინ მოგცათ ამდენის გაბედვის უფლება?!

    ან არჩევნების დღეს, როცა დუმილის დღეა, როგორ ბედავთ რაიმე აქციის მოწყობას?

    ლოგიკასთან როგორ ხართ? გატყობთ მწყრალად. დაგიღეჭავთ.

    გაყალბებაზე რომ საუბრობთ, ხალხმა გააყალბა? არა.

    აბა ხალხისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობა ვის მოღუნულ ტვინში დაიბადა, ვინც გააჟღერა, თუ ესეც გარედან შემოგდებულია?

    ხალხი გაძლევთ მანდატს თქვენც, სხვებსაც და პირველ ადგილზე გასული პარტიის ამომრჩეველს აშინებთ სირცხვილის დერეფნით ან სხვა სახის აქციით?

    საერთოდ, როგორც თქვენს თავს უწოდებთ, პროევროპულები თუ მედასავლეთეები, როგორ მოუწოდებთ ან თქვენს, ან სხვის მომხრეებს, არჩევნების ბოიკოტისკენ? ესაა დასავლური ღირებულება?

    არჩევნებზე უნდა მივიდეს ყველა პარტიის მომხრე და, ან ბიულეტენი გადახაზოს, ან შემოხაზოს მეორე ტურში გასულიდან ერთ-ერთი.

    თუ პოლიტიკოსობთ, განა პოლიტიკოსები ხართ? ან ზოგიერთი პოლიტიკოსობასაც როგორ ბედავთ, თქვენი წარსულიდან გამომდინარე?

    ქართული ოცნების პასუხისმგებლობად დარჩება თქვენ რომ ამდენს თავხედობთ, იმის ნაცვლად რომ ცოდვებს ინანიებდეთ.

    ძველ ამბებზე რომ არ ვილაპარაკო, მხოლოდ ის გეყოფათ, წელიწადია ჯანდაცვის სისტემას ებრძვით, ვირუსის მხარეს დგახართ, ვირუსს ავრცელებთ. ხალხი იხოცება და თქვენს ნამოქმედარზე პასუხს არავინ გთხოვთ. მიტინგს მიტინგზე აწყობდით ყოველგვარი ნორმების უგულებელყოფით.

    სტრასბურგმა შავაძის საქმეზე განაჩენი გამოაქვეყნა. სირცხვილის დერეფანში რომ ხართ გასატარებელი, იცით? 2008 წლის ომის მონაწილეს როგორ მოექეცით?!

    ახლა რაც შეეხება შესვლა/არშესვლას.

    აშშ, სხვა მეგობარი ქვეყნები, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეები, ეუთო/ოდირი და საელჩოები მოგიწოდებენ პარლამენტში შესვლაზე.

    ესენი არ არიან ავტორიტეტები და თქვენი ზღვარგადასული ლიდერის ჭკუაზე უნდა იაროს ქვეყანამ?!

    რა იყო, ბევრი დახარჯეთ არჩევნებზე და დამფინანსებლების დაკვეთას ასრულებთ?

    ელჩებთან ნალაპარაკი ერთმა პოლიტიკოსმა გამოსვლისთანავე გაასაჯაროვა, მეორემ ერთ საათში მიტინგზე დაამღერა. ამის შემდეგ რამდენიმე საათში გამართულ ბრიფინგს გადააბრალეთ, საიდუმლოება “გაგვიბაზრესო”.

    ამით აღიარეთ, რომ არც ბიულეტენების გადათვლა გინდათ, არც ვიდეო ჩანაწერების ნახვა. აბა რა გინდათ?!

    მთელი ქვეყანა ნერვიულობს შეხვალთ თუ არა პარლამენტში. მესამედ გეუბნებით, აი დარდი…

    ან შესაშვები ხართ?

    ოპოზციაში კი არა, ოცნების სიიდან არაა ყველა პარლამენტარის მანდატის ღირსი. ზოგს წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ქვეყანაში და პარლამენტში რა უნდა აკეთოს. ჰოდა, ოპოზიცია გაგვიხდა სადარდებელი? ოპოზიცია მთლიანად ხართ პოლიტიკიდან გასაშვები.

    თქვენს ხელში ჩვენს ხალხს სიმშვიდე არ უწერია.

    უამრავი მიზეზი მაქვს პირადიც და საზოგადოებრივიც, რომელთა გამო პარტიებს, სანამ მათ რიგებში გარკვეული პოლიტიკოსები ირიცხებიან, ხმას არასდროს მოგცემთ.

    როგორმე ალბათ პირად მიზეზებსაც მოვყვები. ალბათ არჩევნებს შემდეგ. თუმცა, ზოგი რამ ახლობლებსაც არ გაუგიათ. მაგრამ, პირადის გამო არასდროს გამომითქვამს სუბიექტური მოსაზრება. 2005 წლიდან მედია სივრცეში ვარ. პოზიცია კონკრეტულ ფაქტებთან, პროცესებთან, კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით არ შემცვლია. ნახეთ ჩემი სტატიები.

    ხმების მიტაცრბაზე საუბრობთ. ხმებიც გაქვთ მიტაცებული, ადამიანების სიცოცხლეც, მათი ბენიერებაც, ქონებაც, ბიზნესებიც, პირადი სივრცეც…

    ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს არ მოსვლია აზრად თქვენს წინააღმდეგ სირცხვილის დერეფნები მოეწყოთ.

    მსგავსი აზრი შეიძლება შობოს მხოლოდ მახინჯმა ტვინმა და სულმა.

    კიდევ ერთი, გადახედეთ საკუთარ ქონებრივ დეკლარაციებს, ჯერ 2005 წლის, შემდეგ ამჟამინდელს.

    ახლა, რაც შეეხება მეორე ტურს.

    მთელი დასავლური სამყარო გეუბნებათ პარლამენტში შედითო. სახელმწიფო დეპარტამენტის წერილს არასწორად უთარგმნით მოსახლეობას და არასწორად აშუქებთ.

    ჰოდა, თქვენ ჭკუაზე ვივლი და მეორე ტურზე არ წავალ?

    ოჯახში რაღაც სერიოზული პრობლემა შეგვექმნა და არ მეაეჩევნება, მაგრამ აუცილებლად გამოვნახავ დროს და წავალ.

    ბიულეტენში ეწერება გირჩი და ვოლსკი. ერთი არგუმენტი დამისახელეთ, რომ გირჩი შემოვხაზო?!

    რეზიუმე:

    1. ვინც იცის რას ნიშნავს სირცხვილის დერეფანი, რამდენად დიდი შეურაცხყოფაა, ყველა ვინც ეს გააჟღერა, ვინც განიხილავდა და ვინც არ გაემიჯვნა, ვინც თქვა არ ჩავატარებთო კი არა, ვინც არ გაემიჯვნა, ყველანი ხართ პოლიტიკიდან კინწისკვრით გასაყრელები.

    2. პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობთ. პოლიტიკური კრიზისი კი არა მისი შექმნის მცდელობებია.

    უფრო სწორად, დრევანდელი ვითარება არის პოლიტიკური თანაცხოვრების (კოჰაბიტაცია) და პოლიტიკური კულტურის კრიზისი.

    3. ხალხი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაჰკიდეთ, წლებია ზიზღს და სიძულვილს, დეპრესიას სთესავთ. თქვენ პოლიტიკაში ყოფნის ღირსი არ ხართ.”- წერს ამირან სალუქვაძე.

  3. ანონიმური

    Chajvis vin kitxavs amis qatami deda movtyan

  4. ბათუმელი 1 ნამდვილი

    ანონიმურ 08.14. ვიზიარებ თქვენს სამართლიან კომენტარს. ყველანი არჩევნებზე წავალთ,აბა რისთვის და რატომ უნდა მომიწყოს უსირცხვილო ვარშალომიძემ სირცხვილის კორიდორი? ეს მას უნდა მოუწყოს აჭარის მოსახლეობამ ,მისი მმართველობის პერიოდში ჩადენილი მრავალი უმსგავსოების გამო.ეხლა გვერდში ისეთი დამქაშები უდგას,რომლებიც ლუკმას ელოდებიან ოპოზიციიდან მეტი მათ არაფერი ადარდებთ. ჰოდა მათი ადგილი უნდა იყოს “დასასვენებელ სახლში”.

  5. ანონიმური

    sheni da shenistanebis adgili mousavletshi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.