“თუ სახლში დარჩენას გთხოვენ – დარჩით, თუ პირბადის ტარებას გთხოვენ – ატარეთ”

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ ჯანმო არ ფლობს მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება სეზონურია.

„ყოველ დღე ახალ რაღაცას ვიგებთ ამ ვირუსზე. ვირუსი არსად გამქრალა. არ არსებობს რამე მინიშნება, რაც ცხადყოფს, რომ ეს დაავადება სეზონურია. ვირუსი მიმოქცევას განაგრძობს და მოსახლეობის უმეტესობა რისკის ქვეშ არის. ამიტომაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირება და სიცოცხლეები გადავარჩინოთ.

თუ სახლში დარჩენას გთხოვენ – დარჩით, თუ პირბადის ტარებას გთხოვენ – ატარეთ. თუ ცუდად ვენტილირებადი შენობების თავიდან აცილება შეგიძლიათ, გააკეთეთ ეს. ამგვარად არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ რისკის ჯგუფში მყოფებსაც დაიცავთ“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ საქართველოში სწორედ ჯანდაცვის მინისტრი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არღვევენ რეგულაციებს, თორემ, მათთვის დამატებით განცხადებებს გააკეთებდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ექსჰიბიციონისტი კუ

    ეს ჩვენი დროის იესოა ? ))))

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.