“თუ რეალური შეზღუდვები “მსუბუქი” აღმოჩნდა, ე.ი. წუხელ საქმე გვქონდა სპეცსამსახურების ღონისძიებასთან…”

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს ინფორმაცია, რომელიც წუხელ ჩამორიგდა აკრძალვების შესახებ და რეალური აკრძალვები, რასაც დღეს ხელისუფლება გამოაცხადებს, საინტერესოა, რა შესაბამისობა იქნება.

რეალური აკრძალვები გარკვეულწილად უფრო ლაითი ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს.

რატომ?

იმიტომ, რომ პროპაგანდის ტქენიკაში არსებობს ასეთი ხერხი, რომ წინასწარ გაავრცელო უფრო მძიმე ინფორმაცია, რათა ერთგვარი ფსიქოლოგიური დაცვა მოიხსნას, შეგუებადობის პირველი ფაზა გაიაროს და შემდეგ რეალური ზემოქმედება – ჩვენს შემთხვევაში აკრძალვები – უფრო “მსუბუქუ” აღმოჩნდეს.

ამიტომაც ვნახოთ…

თუ რეალური მოცემულობა გავრცელებულ ინფორმაციაზე შედარებით “მსუბუქი” აღმოჩნდა, ე.ი. წუხელ საქმე გვქონდა სახელისუფლებო სპეცსამსახურების ღონისძიებასთან, რომლის მიზნებიც უკვე დავწერე”

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    მოკლედ ეს კიდევ სულ ინტრიგებზე არის ჩადარაჯებულ-დაკავებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.