“თუ მე ჩავთვლი, რომ უგულავას შეწყალება უნდა შედგეს, მივიღებ შეწყალების აქტს”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა – თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი

ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“.

„ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“

  •  
  •  

კომენტარი

  1. თამაზ

    ანუ, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ 50.000.000-ის მიტაცება-გაფლანგვა ქვეყნის ბიუჯეტს არც კი დასტყობია-(იმდენად მიზერული თანხაა) და უგულავაც თხოვნით მიმართავს, რომ ხახვივით შეარჩინონ ამ ცოტაოდენი თანხის შემთხვევით “შემოჭმა”, მაშინ მისცემს საშუალებას კვლავაც გაუშინაურდეს ბიუჯეტის მილიონებს…

  2. ანონიმური

    მშიერი ბავშვი პურს ან ბულკს თუ მოიპარავდა ციხეში სვავდნენ ეი თუ მილიონებს მოიპარავ უნდა შეგრჩეს ძალიან კარგი მოიპატეთ მილიონები შეგრჩებათ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.