“თუ ეკლესიიდან გავრცელდება, თუ ბარძიმს დაადებენ ხელს – ნუღარ ეზიარებიან”

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი ტვ 1 ეთერით საუბრობს: 

“ყველა კითხვა დავუსვი ბატონ ამირან გამყრელიძეს. ის კითხვები რაც აქვს მრევლს.

ამ მომენტში არ მეშინია რომ გადამედოს ვირუსი, შეიძლება მერე შემეშინდეს, არ ვიცი, ახლა არ მეშინია, მეშინია რომ მე არ გადავდო, ხომ არ ვიცი, იქნებ მე ვარ ამ ვირუსის მატარებელი.

არა აქვს მნიშვნელობა ზიარებისგან გადაგედება, ხატზე მთხვევისას, თუ ხელის ჩამორთმევისას, თუ ავტობუსში.

არ გამოვრიცხავ იმ საშიშროებას, სწორად გამიგეთ, რომ შეიძლება უცებ ყველას დაემართოს ვირუსი და შეუძლებელია ამის თქმა, როგორ მოვიქცევით ჩვენ ასეთ დროს. ერთი რამ გამორიცხულია, არასოდეს შეიცვლება ზიარების წესი და ვერ იქნება ქრისტეს სისხლი და ხორცი საფრთხის შემცველი.

არ დაგიმალავთ და იყო ასეთი პრაქტიკა, ერთ-ერთმა ეკლესიამ უცხოეთში გამოიყენა ერთჯერადი კოვზები და ძალიან ცუდი რეაგირება მოჰყვა, ისე, რომ აღარასოდეს მოუნდებათ ამის გაკეთება. არასოდეს არ დადგება ისეთი დრო, რომ ერთჯერადი კოვზებით მოხდეს ზიარება.

იყო შემთხვევები რომ ხატიდან ვრცელდებოდა ეპიდემია, ღმერთი გაბრაზდა და დასაჯა ადამიანები.

აღდგომა დღეს საქართველოში მიწისძვრა იყო და დაინგრა ტაძრები.

მაგრამ, ის რომ ზიარების დროს ვინმე დაავადებულიყოს არ გამიგია. ნუ ეზიარებით, თუ ეჭვი გაქვთ, არა უშავს, ხალხი წლობით არ ეზიარებოდა, ერთი კვირის მერე ეზიარეთ, მერე ეზიარეთ. ზიარება ძალიან აუცილებელი კი არ არის, იმისათვის რომ ეკლესიის წევრი იყო, იარეთ და არ ეზიაროთ.

300 ადამიანი მიზიარებია ერთი ბარძიმიდან და რომ მორჩები ზიარებას, მერე მღვდელმა დარჩენილი უნდა მიიღოს მთლიანად, 300 ადამიანის ნაპირალ კოვზს დებ შიგნით, ხო? რამდენი იქნებოდა რამე ინფიცირებით დაავადებული?

ასეთ ზიარებას, ერთჯერადი კოვზებით, ან სხვა ცვლილებებით, სჯობს საერთოდ შეჩერდეს ზიარება მაშინ.

გააზრებულად, მთელი შეგნებით პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე, მე პირადად ერის, უფლის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებ, ეშმაკს არ სძინავს, არ ვიცი. თუ ეკლესიიდან გავრცელდება, თუ კონკრეტულ ბარძიმს დაადებენ ხელს, ნუღარ მივლენ და ნუღარ ეზიარებიან.”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რა შუაშია რწმენა და ვიღაცის ნაპირალის პირში ჩადება?!
    და საერთოდაც მღვდელი და დიაკვანი არაა საჭირო
    ღმერთთან ურთიერთობაში! ზედმეტიცააა!

  2. ანონიმური

    ხო, ზიარება არ დაგეკარგოთ გალოკილ-გამოლოკილთან ერთად და რაც მთავარია-ყოჩაღ ქართულ ეკლესიას
    ყველა უნდა აზიარონ რომ რეგვენობის დაავადებამ იკლოს!

  3. ანონიმური

    ხო, ეგრეა! ამ წვერცანცარა დაუბანლების ჭკუაზე რო ივლის ერი, იმიტომაც ეტყვნება ცხოვრების არსი!
    ფურთხში გადაზელილი მიწით შუბლზე სამჯერ ჯვარის გადაწერით მარცხდება კორონაიიი?!🥶
    ხო, და 160 ათას დოლარიანი პიკაპით წუწეს ქალაქი- არიქა მორწმუნეთა შემოსავალი არ დავკარგოთო!
    ყუმეთი და ბნელეთი!
    ჯორდანო არ დაგავიწყდეთ , ბრუნო! ცოცხალი რომ სიმართლისთვის ცეცხლზე დაწვით- აბა დედამიწა
    როგორ შეიძლება ბრუნავდესოოო!!!
    აფერისტების ბანდა!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.