“თუ დამნაშავეა, დაისჯება!” – რა ურჩიეს მეუფე პეტრეს?

ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი მეუფე პეტრეს საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ მეუფე პეტრეს ურჩიეს განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო.

მეუფე იოანეს თქმით, არსებობს ეკლესიის სამართალი და თუ ამ სამართლით მეუფე პეტრე დამნაშავეა, დაისჯება. იგი აცხადებს, რომ არ იცის, სინოდის სხდომა როდის გაიმართება.

“სინოდის სხდომა როდის იქნება არ ვიცი, რა იქნება ეგეც არ ვიცი, თქვენ ჩემზე მეტი იცით. ეკლესიას აქვს თავისი სამართალი, საუკუნეებია ეს სამართალი არსებობს. რასაც დაადგენს სამართალი, იმის მიხედვით მოხდება, თუ დამნაშავეა, დაისჯება. მეუფე პეტრეს ურჩიეს ცოტა ხნით განმარტოებულიყო და დამშვიდებულიყო, დამშვიდდა თუ არა არ ვიცი”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.