თვლის თუ არა თავს ნომერ პირველ “გოიმად” ბოკერია? – პასუხი კობახიძეს

ვინ არის “გოიმი” და ვინ “სვეტი” – საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე მსჯელობა არ ცხრება. კობახიძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაა ნომერ პირველი გოიმთა სპექტრში.

ბოკერია პასუხობს:

“მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში უნდა ეცადოს, იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, ჯობია კი არა, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ამიტომ დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის. ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, რომ თავი ნომერ პირველ გოიმად ჩავთვალო”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ეთო

    ორივე მხარისთვის სირცხვილია ასეთი შელაპარაკებები.პარლამენტში ხართ თუ სად? თავდაჭერა ყველაზე მეტად ფასდება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.