“თუ ბლეფი და ხრიკი აღმოჩნდა პანდემია, – სად მიდიხართ მაშინ?” – მეუფე ანტონი

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია TV პირველის ეთერში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას განცხადებას ეხმაურება.

მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემია არის ხრიკი.

“მე გისვამთ კითხვას, ნელ-ნელა ჩნდება, რონ ამ პანდემიის მიღმა, როგორც მე მეუბნებიან და გუშინაც ვუყურე რაღაცა გადაცემებს, გადმომიგზავნეს Whatsapp-ზე და ბლეფი არისო საერთოდ. დავუშვათ და ბლეფი აღმოჩნდა ეს პანდემია, სად მიდიხართ მაშინ? სწორი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი? თუ ეს პანდემია არის ხრიკი, მართალი იქნება თუ არა ის მღვდელმთავარი?

როცა დადგინდება და მსოფლიო იტყვის, რომ ეს ბლეფი არის თუ… და თუ ბლეფია, არის თუ არა ის მღვდელმთავარი სწორი? იტალიაში ადრე მაგაზე ბევრია გარდაცვლილი, ყველას აწერენ პანდემიას”

შეგახსენებთ, მეუფე საბამ თქვა, რომ მოწოდება “დარჩი სახლში” ეშმაკისეულია და რომ ვაქცინით ადამიანების დამონება სურთ.

მეუფე საბას განცხადების ამსახველი ვიდეო:

"ხელისუფლებას უპირობოდ მაშინ არ უდნა დაემორჩილო თუ ის ხელს უშლის ადამიანების სულის ცხონებას…" კოროანს კონტექსტში ამბობს ამას. პანდემიის პირობებში დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებს მრევლს

Posted by Lado Tsitlidze on ორშაბათი, 04 მაისი, 2020
  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ❤didi pativiscema da sikvaruli meufe Antons.

  2. ანონიმური

    თხოვნაა, რომელიმე ეპიდემიოლოგმა აგვიხსნას—ეს რაოდენობა, რაც საქარტველოშია, ითვლება ეპიდემიად? საქართველოში გვაქვს ეპიდემია?

    1. ანონიმური

      არ უნდა მაგას ეპიდემიოლოგი. ყოველწელს, ათჯერ მეტი სეზონური გრიპებითდა ვირუსებით ხდებოდა ავად და იგივე სიმპტომემით. წელს, რატომღაც ყველას კორონა დაერია, სხვა არაფერი შეხვედრია ხალხს.

  3. ანონიმური

    თხოვნაა, რომელიმე ეპიდემიოლოგმა აგვიხსნას—ეს რაოდენობა, რაც საქარტველოშია, ითვლება ეპიდემიად? საქართველოში გვაქვს ეპიდემია?

  4. ბათუ

    რომელ ბლეფზე და ხრიკზე მიუთითებ მეუფევ? დაბრძანდით მშვიდად და გაეცანით მსოფლიოში რა ხდება, რამდენი გარდაცვლილია ,რამდენი ეკლესიის მსახური დაიღუპა და ა.შ. ეს ბ ლ ე ფ ი ა? გაჩერდით მაინც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.