„თუ ასე მოვიქცევით, დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება“

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი, სამედიცინო მუშაკია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია. დღევანდელი მონაცემებით არის 951 დადასტურებული შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. სასურველია და აუცილებელია, ​ეპიდსიტუაციის ასეთი მდუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში. ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ. თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაგვიუარესდება. ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გვაქვს. აქედან ოთხი გახლავთ იმპორტირებული, აქედან სამი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი არის ადგილობრივი სამედიცინო მუშაკი და ერთი ასევე შემოტანილი სარფის საზღვრიდან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    romelnomrad dairtki jihad adgili qocebshi?

    1. ანონიმური

      მარტო ადგილი? ჩაიქცა კიდეც ფულში დედაბუდიანად

  2. ანონიმური

    kote dampalo arseba midi ertiori salaquco tore dagjghis yaxaria tvaltxaria

  3. :(

    თუ ასე მოვიქცევით და გამოვიკეტებით ვიცით რომ არაფერი შეგვხვდება ბატონო, მაგრამ რითი ვიარსებოთ და რა ვჭამოთ ამაზე თუ ფიქრობს ან სახელმწიფო და ან მსოფლიო?რა ვირუსია ასეთი ცხოვრება რომ შეაჩერა?

    1. ანონიმური

      არ კიდიათ ჩვენ რა გვჭიირს, თავად ხო გამოსკდნენ

  4. KOVID-19

    SADAA EPIDEMIA SHE RJULZAGLO, MITUMETES SAQARTVELOSHI?

  5. მონა

    ეხლა გინდა დაიცავით და გინდაც შაიცავით ამირანას
    რეკომენდაციები.. მოსახდენი მოხდა უკვე!!!
    გარშემო დედა ეტირა ხალხს!!!მთავრობა კი გულაობს
    და სულ კიდია ! და კიდევ თავხედობენ!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.