“თუ არ გინდათ ბავშვები და ისინი თქვენს სახელს გაგიტეხენ, მომეცით, თუნდაც დროებით”

ემიგრანტი ლელა კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს დაღუპული და ნაგავსაყრელე გადაყრილი ახალშობილების ფოტოს და წერს:

“გპირდებით კომფიდენციალურობას!

თუ არ გინდათ ბავშვები და ისინი თქვენს სახელს გაგიტეხენ, მომეცით, რა სახითაც გინდათ იმ სახით, თუნდაც დროებით.

მე მათ გავზრდიი ისე სრული პასუხიმსმგებლობით, რომ თქვენ დაცული იქნებით. მე ამის საშუალებაც მაქვს, ენერგიაც და ნებაც. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად ვიღებ !

ჩემი ოჯახი ჩაიხუტებს. ყველამ იცის მეხუთე წელია ერთ გოგონას მის საკუთარ ოჯახში ვზრდი, ისე,რომ საერთოდ არ მიცნობს. გავიცნობ იმ დღეს, როცა იგი სტუდენტი გახდება სამედიცინო ინსტიტუტის.

ელენემ იცის ამას მხოლოდ მისი დიდი ნიჭით მიაღწევს და იმ დეიდათი, რომელიც სადღაც არსებობს!

გააზიარეთ იმათმა ვინც მზადაა მსგავსი შემთხვევიდან გადაარჩინოთ მომავალი თაობები!”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.